ანიშ კაპური (Anish Kapoor; დ. 1954ტერნერის პრემიის ლაურეატი ბრიტანელი მოქანდაკე, ჯგუფის "ახალი ბრიტანული სკულპტურა" წევრი.

ანიშ კაპური

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა ბომბეიში, ინდოეთი. 1970 წელს ისრაელში გადასახლდა და გან შმუელის კიბუცში ცხოვრობდა. 1972 წელს ინგლისში გადავიდა, სადაც დღემდე ცხოვრობს. კაპური ხელოვნებას სწავლობდა ჯერ ჰორნსის ხელოვნების კოლეჯში, შემდეგ კი ჩელსის ხელვონების დიზაინის სკოლაში.

1980-იანი წლების დასაწყიში კაპური იმ ახალგაზრდა ბრიტანელი სკულტპორებს შორის იყო, რომლებიც სრულიად ახალ სტილში იწყებენ მუშაობას და მათი ნამუშევრებით საერთაშორისო აღიარებას იმსახურებენ. კაპური ლონდონში მუშაობს, თუმცა ხშირად მოგზაურობს ინდოეთში და აღიარებს, რომ მის ხელოვნებაში შერწყმულია დასავლური და აღმოსავლური გავლენა.