ანზაკის დღე (ANZAC Day - აკრონიმი Australian and New Zealand Army Corps)[1]ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში სახალხო მემორიალური დღე. აღინიშნება ყოველი წლის 25 აპრილს, პირველი მსოფლიო ომის დროს ამ ქვეყანათა არმიის წევრების მამაცობისა და თავგანწირვისადმი პატივისცემის ნიშნად.[2][3] ანზაკის დღე ასევე აღინიშნება კუკის კუნძულებზე, ნიუეში, ტონგაზე და პიტკერნის კუნძულებზე, ხოლო სამოასა და პაპუა-ახალი გვინეაში აღარ არის ეროვნული დღესასწაული.[4][5]

25.04.1915

ისტორია რედაქტირება

ანზაკის ტრადიცია დაიწყო პირველი მსოფლიო ომის დროს 1915 წელს "ანზაკის ყურესთან" (თურქეთის ეგეოსის სანაპირო) გალიპოლის ბრძოლის შემდეგ. სანავიგაციო შეცდომის გამო ანზაკები ნაპირზე გადმოსხდნენ დანიშნულების ადგილიდან ჩრდილოეთით ერთ მილში. სავარაუდო ქვიშიანი სანაპიროსა და მცირე შემაღლების ნაცვლად ჯარისკაცები მაღალი ციცაბო კლდის ძირას აღმოჩდნენ, რამაც თურქეთის რაზმებს იდეალური თავდაცვითი პოზიცია მისცა. ამგვარი პოზიციიდან ანზაკელებისთვის თავდასხმის განხორციელება შეუძლებელი გახდა. რვა თვის გააფრთებული ბრძოლების შემდეგ მოკავშირეები იძულებული იყვნენ უკან დაეხიათ, დატოვეს რა უკან ანზაკთა 10 000-მდე მოკლული ჯარისკაცი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Anzac. Collins English Dictionary. Collins. ციტირების თარიღი: 16 June 2013.
  2. ANZAC Day. Australian War Memorial. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 24 April 2013.
  3. Anzac Day Today. Anzac.govt.nz. New Zealand Ministry for Culture and Heritage. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 აპრილი 2011. ციტირების თარიღი: 22 April 2011.
  4. Qpp Studio [1] Retrieved on April 25, 2014
  5. Air New Zealand International Samoa to commemorate ANZAC day without a public holiday April 25, 2008