ანდრია სოლომონის ძე ღულაძე (დ. 11 მარტი, 1857 — გ. 16 ივნისი, 1920) — ქართველი პედაგოგი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე.

ანდრია ღულაძე

ანდრია ღულაძე 1898 წელს
ალექსანდრე როინაშვილის ფოტო
დაბადების თარიღი 11 მარტი, 1857(1857-03-11)
გარდაცვალების თარიღი 16 ივნისი, 1920(1920-06-16) (63 წლის)
საქმიანობა ჟურნალისტი

1881-1911 წლებში იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი, 1904 წლიდან ორგანიზაციის სარევიზიო კომისიის წევრი. 1883-1885 წლებში იყო პირველი ქართული საბავშვო ჟურნალ „ნობათის“ რედაქტორ-გამომცემელი, რომელიც იაკობ გოგებაშვილთან და ეკატერინე გაბაშვილთან ერთად დააარსა. 1911 წელს იყო გაზეთ „დილას“ რედაქტორ-გამომცემელი.

ექვთიმე თაყაიშვილი თავის მოგონებებში, მოიხსენიებს, როგორც ნაკლებ განათლებულ, მაგრამ დიდი „ფართი-ფურთის და პრეტენზიის“ კაცად, რომელსაც მეტად უყვარდა თავის წარმოჩენა, რის გამოც ხშირად ხდებოდა ილიას და აკაკის ქილიკის ობიექტი.

ცნობილი საზოგადო მოღვაწე იყო ანდრიას ძმა იაკობი, რომელიც ჯერ თბილისის მეხუთე, შემდეგ კი პირველ გიმნაზიას დირექტორობდა. ცნობილი მწერალი იყო ანდრიას ბიძაშვილი დომინიკა ერისთავი (განდეგილი), რომლის წარმატებაშიც ანდრიასაც მიუძღვის წვლილი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება