ანდრია სახაროვი

საბჭოთა ფიზიკოსი, დისიდენტი და ადამიანთა უფლებების აქტივისტი

ანდრია (ანდრეი) დიმიტრის ძე სახაროვი (რუს. Сахаров, Андрей Дмитриевич; დ. 21 მაისი, 1921, მოსკოვი — გ. 14 დეკემბერი, 1989, მოსკოვი) — საბჭოთა ფიზიკოსი, დისიდენტი და ადამიანთა უფლებების აქტივისტი. 1975 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში.[18]

ანდრია სახაროვი
რუს. Андрей Дмитриевич Сахаров
დაბ. თარიღი 21 მაისი, 1921(1921-05-21)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი მოსკოვი[1]
გარდ. თარიღი 14 დეკემბერი, 1989(1989-12-14)[2] [3] [4] [5] [8] [9] [10] [6] [7](68 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი[8]
დასაფლავებულია ვოსტრიაკოვოს სასაფლაო
მოქალაქეობა  სსრკ
საბჭოთა რუსეთი
ეროვნება რუსები[11]
საქმიანობა ფიზიკოსი[8] , ადამიანის უფლებათა დამცველი[8] და ბირთვული ფიზიკოსი[8]
მუშაობის ადგილი ლებედევის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი, ლებედევის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი და ლებედევის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი
ალმა-მატერი მგუ-ს ფიზიკის ფაკულტეტი
განთქმული მოსწავლეები Vladimir Lebedev
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
მეუღლე ელენა ბონერი
მამა Dmitri Ivanovich Sakharov
დედა Yekaterina Sakharova
ჯილდოები სტალინური პრემია, ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[12] [13] [8], ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, ფრიტ ორდის ჯილდო, სოციალისტური შრომის გმირი, სოციალისტური შრომის გმირი, წლის ჰუმანისტი, ელიოტ კრესონის მედალი[14] , Akademiepenning, Heinz R. Pagels Human Rights of Scientists Award, ლენინური პრემია, ჩინო დელ დუკას პრემია[15] , ხელუხლებელი მიწების ათვისების მედალი, მედალი „შრომის ვეტერანი“, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, ტომალას პრემია, ლეო ზილარდის პრემია[16] , Albert Einstein Peace Prize, honorary doctor of the Ohio State University, გრონინგენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ამერიკის ფიზიკის საზოგადოების წევრი, „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი“ საიუბილეო მედალი, 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 30 წლისთავის“ საიუბილეო მედალი, 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 40 წლისთავის“ საიუბილეო მედალი, მოსკოვის 800 წლისთავის მედალი, Grand Cross of the Order of the Cross of Vytis, doctor honoris causa of Keiō University, Honorary doctor of the University of Ottawa, ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[17] , სტალინური 1-ლი ხარისხის პრემია და Order of the Cross of Vytis
გავლენა მოახდინეს
საიტი sakharov.space

ბიოგრაფია და სამეცნიერო მოღვაწეობა რედაქტირება

ანდრია სახაროვი დაიბადა მოსკოვში 1921 წლის 21 მაისს. 1938 წელს ჩააბარა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1941 წლის ევაკუაციის შემდეგ, სამამულო ომის პერიოდში აშხაბადში გადავიდა და სწავლაც იქვე დაამთავრა. უნივერსიტეტის შემდეგ ის ულიანოვსკის ლაბორატორიაში გაამწესეს სამუშაოდ. 1945 წელს მოსკოვში ბრუნდება სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში თეორიულ ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად. 1947 წელს დაიცვა სადოქტორო ხარისხი.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სახაროვი კოსმოსურ გამოსხივებას სწავლობს. 1948 წელს ის მონაწილეობს საბჭოთა ატომური ბომბის პროექტზე იგორ კურჩატოვის ხელმძღვანელობით. პირველი საბჭოთა ატომური მოწყობილობის ტესტირება განხორციელდა 1949 წლის 29 აგვისტოს.

1950 წელს საროვში გადასვლის შემდეგ სახაროვი აქტიურ როლს ასრულებს შემდეგ ეტაპზე - წყალბადის ბომბის დამუშავებაზე. ამ მოწყობილობის პირველი ტესტირება 1953 წლის 12 აგვისტოს მოხდა. ამავე წელს სახაროვი მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს იღებს და მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი ხდება. ამავე წელსვე ენიჭება პირველი სოციალისტური შრომის გმირის ორდენი.

სახაროვი განაგრძობს მუშაობას საროვში, წყალბადის ბომბის დამუშავების დასრულებაზე, რომლის ტესტირება 1955 წელს მოეწყო. მასვე ეკუთვნის იდეა კონტროლირებადი ატომური რეაქტორისა „ტოკამაკი“, რომელიც დღემდე რჩება ამ სფეროში ნამუშევრების უმრავლესობის ბაზისად.

სახაროვი და მისი საბჭოთა კავშირის ახალი კონსტიტუცია რედაქტირება

სახაროვმა შეიმუშავა საბჭოთა კავშირის „ახალი კონსტიტუცია“ - რომელიც მიმართული იყო საბჭოთა კავშირის „გარდაქმნისა“ და მისი განახლებულ საკანონმდებლო ბაზაზე შენარჩუნებისათვის[19]

ამონაწერი ჟურნალ „ოგონიოკის“ 1989 წლის #31 გამოცემიდან:

 
„სსრკ სახალხო დეპუტატმა აკადემიკოსმა ანდრია დიმიტრის ძე სახაროვმა ჩვენ დაგვიტოვა სსრკ კონსტიტუციის ახალი პროექტი. მასში განხორციელებულია კონფედერაცია, რომელიც სახაროვის აზრით, გაათავისუფლებს ჩვენი ქვეყნის პერსპექტივაში ბევრ წუხარებასა და უბედურებას, მათ შორის უკიდურეს გამწვავებულ საერთოეროვნულ კონფლიქტებს. იდეის არსი შემდგომში მდებარეობს: აუცილებელია იმპერიის ძალადობრივი გაერთიანების უარყოფა (თანასწორობის პრინციპთან ერთად), სუვერენიტეტი, ხალხის თვითგამორკვევა, წარდგენილ იქნას თანასწორი უფლებები კავშირებსა და ავტონომიურ რესპუბლიკებში, ავტონომიურ მხარეებსა და ნაციონალურ ოკრუგებში...“

კიდევ ერთი ამონაწერი ჟურნალ „ოგონიოკის“ 1989 წლის #31 გამოცემიდან:

 
„კონფედერაციის ერთ-ერთ იდეას სახაროვი ასე განიხილავს: ხოლო უნდა დავიწყოთ, ვიმეორებ, იმპერიის სტრუქტურის მთლიანი დემონტაჟით. მხოლოდ ასე შეიძლება მოგვარდეს ეროვნული პრობლემები მცირე იმპერიებში, რომლებიც, არსებითად, წარმოადგენენ საკავშირო რესპუბლიკებს - მაგალითად, საქართველო, რომელიც შეიცავს აფხაზეთს, ოსეთსა და სხვა ეროვნულ წარმონაქმნებს...“

სახაროვი საქართველოზე რედაქტირება

სახაროვს ეკუთვნის 1989 წელს მის ინტერვიუში წარმოთქმული ფრაზა:

 
„საქართველო - მცირე იმპერია“, რომელმაც ქართველთა მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ამგვარი გამოხმაურება საქართველოში მიმდინარე პროცესებზე მსოფლიოში ცნობილი მეცნიერისა და დისიდენტის, ასევე ნობელის პრემიის ლაურეატისგან მიუღებელი იყო. სახაროვის ფრაზა „საქართველო — მცირე იმპერია“ შექმნა აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ოლქში სეპარატისტული ძალების ბაირაღი და იდეოლოგიური საძირკველი...“

კიდევ ერთი ამონაწერი „ოგონიოკიდან“:[20]

 
„საქართველოც მცირე იმპერიაა, როგორც საბჭოთა კავშირი და თუ ქართველ ხალხს აქვს უფლება განთავისუფლდეს იმპერიისგან, მაშინ სხვა ერებსაც, დამოუკიდებლად მათი რიცხოვნობისა, აქვთ თავისუფლების უფლება...“

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Сахаров Андрей Дмитриевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1976. — Т. 23 : Сафлор — Соан. — С. 13.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 Cochran T. B., Norris R. S. Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  5. 5.0 5.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  6. 6.0 6.1 The Fine Art Archive — 2003.
  7. 7.0 7.1 Munzinger Personen
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 Library of Congress AuthoritiesLibrary of Congress.
  9. https://www.nobelprize.org/prizes/peace/1975/sakharov/biographical/
  10. https://www.britannica.com/biography/Andrey-Sakharov
  11. Homeland heroes — 2000.
  12. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/peace/laureates/1975/
  13. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  14. https://www.fi.edu/en/laureates/andrei-sakharov
  15. http://www.fondation-del-duca.fr/prix-mondial
  16. https://aps.org/programs/honors/prizes/szilard.cfm
  17. https://www.cavavub.be/nl/eredoctoraten
  18. Biography, by American Institute of Physics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-29. ციტირების თარიღი: 2011-07-12.
  19. http://www.yabloko.ru/Themes/History/sakharov_const.html
  20. http://archive.svoboda.org/programs/vg/2005/vg.052005.asp