ანდრია მოხოროვიჩიჩი

ხორვატი გეოფიზიკოსი და სეისმოლოგი

ანდრია მოხოროვიჩიჩი (ხორ. Andrija Mohorovičić; დ. 23 იანვარი, 1857 — გ. 18 დეკემბერი, 1936) — ხორვატი გეოფიზიკოსი და სეისმოლოგი. ხორვატიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1898). 1897 წლიდან ზაგრების უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, 1910 წლიდან პროფესორი. მეტეოროლოგიისა და გეოდინამიკის სამსახურის სახელმწიფო სამმართველოსა და ზაგრების ობსერვატორიის დირექტორი (1892-1921). მოხოროვიჩიჩმა სეისმოლოგიური მონაცემებით დაადგინა (1909) დედამიწის ქერქსა და მანტიას შორის გამყოფი ზედაპირის არსებობა, რომელსაც მოხოროვიჩიჩის ზედაპირი უწოდეს. მანვე შეიმუშავა მიწისძვრის რეგისტრაციის მეთოდიკა და სხვადასხვა გეოფიზიკური ხელსაწყოების კონსტრუქცია.

ანდრია მოხოროვიჩიჩი
ხორ. Andrija Mohorovičić
დაბ. თარიღი 23 იანვარი, 1857(1857-01-23)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი ვოლოსკო
გარდ. თარიღი 18 დეკემბერი, 1936(1936-12-18)[6] [1] [2] [3] [4] [5] (79 წლის)
გარდ. ადგილი ზაგრები[6]
დასაფლავებულია მიროგოის სასაფლაო
მოქალაქეობა იუგოსლავიის სამეფო
სერბთა, ხორვატთა და სლოვენთა სამეფო
ცისლეიტანია
 ავსტრიის იმპერია
საქმიანობა მეტეოროლოგი, სეისმოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი, გეოლოგი და გეოფიზიკოსი
მუშაობის ადგილი ზაგრების უნივერსიტეტი
ალმა-მატერი კარლის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი
შვილ(ებ)ი Stjepan Mohorovičić

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება