ანგისა[1]ბათუმის უბანი, ყოფილი სოფელი. მდებარეობს მდ. ჭოროხის მარჯვნივ შავი ზღვის პირას.

ისტორია რედაქტირება

სოფლის თავდაპირველი სახელწოდებაა ანკისი. სოფელში XIX საუკუნის მეორე ნახევარში დასახლდნენ აფხაზეთიდან ოსმალეთის იმპერიაში ემიგრირებული აფხაზები, ე. წ. მუჰაჯირები. 2009 წლამდე იყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფელი (კახაბრის თემი). 2009 წელს სხვა სოფლებთან (კახაბერი, ადლია და მეჯინისწყალი) ერთად შეუერთდა ბათუმს.

სქოლიო რედაქტირება

  1. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 16.