ანელიზ (ანა) ფრანკი (ნიდერლ. Anneliese Marie Frank; დ. 12 ივნისი, 1929, ფრანკფურტი — გ. მარტი, 1945, ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკი) — ებრაელი გოგონა, რომელიც ჰიტლერის ოკუპაციის პერიოდში თავს ოჯახით ნაცისტური ტერორისგან ამსტერდამში სამალავში აფარებდა. ავტორი განთქმული „ანა ფრანკის დღიურისა“, რომელმაც ფაშიზმის სისაზარლეს ფარდა ახადა, და რომელიც მსოფლიოს მრავალ ენაზეა ნათარგმნი.

ანა ფრანკი
ნიდერლ. Annelies Marie Frank
დაბადების თარიღი 12 ივნისი, 1929(1929-06-12)[1] [2] [3] [4] [5] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20]
დაბადების ადგილი Maingau Clinic of the Red Cross, მაინის ფრანკფურტი, ვაიმარის რესპუბლიკა[1] [7] [19]
გარდაცვალების თარიღი თებერვალი, 1945[21] [22] [23] (15 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბერგენ-ბელზენი, მესამე რაიხი[1] [19]
დასაფლავებულია ბერგენ-ბელზენი
საქმიანობა დღიურის ავტორი და მწერალი[24] [25]
მოქალაქეობა  მესამე რაიხი[26]
მოქალაქეობის არმქონე[27]
 ვაიმარის რესპუბლიკა
ალმა-მატერი 6th Montessori School Anne Frank
Magnum opus ანე ფრანკის დღიური და Tales from the Secret Annex
ნათესავ(ებ)ი ევა შლოსი
ხელმოწერა
საიტი annefrank.org

ანა ფრანკი იმალებოდა სახლის მეორე სართულზე თავის დასთან, მშობლებთან და კიდევ ერთ ებრაულ ოჯახთან ერთად. იმ დროს, როდესაც ებრაელებს (და არა მარტო მათ) შეუბრალებლად ხოცავდნენ ანას სჯეროდა, რომ ადამიანები გულის სიღრმეში კეთილები იყვნენ. ანამ დღიური საჩუქრად მიიღო მამამისისგან, რომელიც დაიმეგობრა და მას კიწი (ქითი) უწოდა. ანა ფრანკი გარდაიცვალა 15 წლის ასაკში. დაიღუპა მისი დაც, რომელიც 2 წლით იყო მასზე უფროსი. აღსანიშნავია, რომ ანამ შეიძინა მეგობარი პიტერი, რომელსაც ძალიან დაუახლოვდა. პირველი სიყვარულიც მაშინ მოვიდა. ანა ფრანკს კი ამ ლამაზი სიყვარულიდან შემორჩა პირველი კოცნა და ტკბილი მოგონებები. ცნობილია, რომ ანას დედა თვითონ უარს ამბობდა საკუთარ საკვებზე, რათა თავისი შვილებისთვის გაენაწილებინა. როგორც მოწმეები აცხადებენ, ანას და მის დას ერთ ბნელ ოთახში უწევდათ ცხოვრება. იყო საშინელი სიბინძურე. ანას და მარგო დაავადდა. ის გარდაიცვალა. რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა ანა ფრანკიც. გადარჩა მხოლოდ ანას მამა. თავის დღიურში ანა ფრანკი მოგვითხრობს,თუ როგორ იყვნენ შევიწროებულნი ებრაელები ნაცისტებისგან. ებრაელებს ეკრძალებოდათ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე სიარული. მათ აიძულებდნენ მკერდზე ეტარებინათ ვარსკვლავი. ფაშისტების სოციალური გეგმის ნაწილი იყო ებრაელი ერის მოსპობა. ანა ფრანკი თვითონ იყო მოწმე, როგორ გაჰყავდათ თავისი მოძმენი საკონცენტრაციო ბანაკებში, საიდანაც ისინი აღარ ბრუნდებოდნენ.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ანა ფრანკი

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118534734 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. SNAC — 2010.
  4. ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  5. 5.0 5.1 Find a Grave — 1996.
  6. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  7. 7.0 7.1 http://web.archive.org/web/20170324033829/http://jeugdliteratuur.org/auteurs/anne-frank
  8. Biografisch Portaal — 2009.
  9. FemBio database
  10. BD Gest'
  11. Discogs — 2000.
  12. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  13. The Fine Art Archive — 2003.
  14. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  15. GeneaStar
  16. Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  17. Babelio — 2007.
  18. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  19. 19.0 19.1 19.2 Wall R. Verbrannt, verboten, vergessen: kleines Lexikon deutschsprachiger Schriftstellerinnen 1933 bis 1945 — 2 — Kn: Pahl-Rugenstein Verlag, 1989. — S. 45–48. — ISBN 978-3-7609-1310-0
  20. Munzinger Personen
  21. The GuardianUK: GMG, 1821. — ed. size: 161152 — ISSN 0261-3077
  22. Anne Frank Likely Died Earlier Than Believed — 2004.
  23. Het laatste transport vanuit Westerbork naar Auschwitz
  24. The Fine Art Archive — 2003.
  25. Catalog of the German National Library
  26. http://www.bbc.co.uk/annefrank/timeline.shtml
  27. https://www.google.fr/books/edition/Anne_Frank_s_Family/WNLkhqupTXkC?hl=fr&gbpv=1&dq=anne+frank+stateless+1941&pg=PA177&printsec=frontcover