ანა ფიჩხაძე
ანა ფიჩხაძე (რუს. А́нна Абра́мовна Пичха́дзе, 16 აგვისტო, 1956 წელი) — საბჭოთა და რუსი ლინგვისტი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (2011), რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (2019), ა.ა. შახმატოვის სახელობის პრემიის ლაურეატი (2012).
ანა ფიჩხაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 16 აგვისტო, 1956 (67 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ რუსეთი |
საქმიანობა | მეცნიერი |
მუშაობის ადგილი | Russian Language Institute |
ალმა-მატერი | მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | AA Shakhmatov Prize |
აკადემიური და სამეცნიერო გზა რედაქტირება
- დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილება.
- 1978 წლიდან მუშაობს ვ.ვ. ვინოგრადოვის სახელობის რუსული ენის ინსტიტუტში.
- 1988 წელს ა.ა. ალექსეევის ხელმძღვანელობით დაასრულა სლავური იგავთა წიგნის მეცნიერული შესწავლა და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „სლავური პარემიათა კრებულის ლინგვოტექსტოლოგიური შესწავლის საკითხები“.
- 2011 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „XI—XIII საუკუნეების თარგმნილი წერილობითი ძეგლებში არსებულ აღმოსავლეთსლავურ ლექსიკურ ელემენტთა ენობრივი თავისებურებები“.
აქტივობები მედიაში რედაქტირება
აღნიშვნები რედაქტირება
- 2012 წელს ანა აბრამის ასული ფიხჩაძის მეცნიერული შრომა ა.ა. შახმატოვის პრემიით აღინიშნა მონოგრაფიისათვის „მთარგმნელობითი საქმიანობა მონღოლებამდელ რუსეთში: ლინგვისტური ასპექტი“