ანა კეი ფერისი (ინგლ. Anna Kay Faris; დ. 29 ნოემბერი, 1976) — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი. ცნობილია კომედიური როლებით ფილმებში: „ძალიან საშიში კინო“, „თარგმანში დაკარგული“, „ბიჭებს ეს მოსწონთ“, „ჩემი სუპერ ექს-გოგონა“, „რამდენი გყოლია...?“, „დიქტატორი“, „ერთ წელიწადს გაძლევ“ და სხვა.

ანა ფერისი
დაბადების სახელი ანა კეი ფერისი
დაბადების თარიღი 29 ნოემბერი, 1976
ბალტიმორი
მერილენდი
აშშ
საქმიანობა მსახიობი
მომღერალი
აქტიური 1991–დღემდე
მეუღლე(ები) ბენ ინდრა (2004–2008)
კრის პრეტი (2009-2018)
შვილ(ებ)ი 1

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა ქალაქ ბალტიმორში. როდესაც 6 წლისა იყო ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ქალაქ ედმონდსში გადავიდა. მამამისი ჯეკ ფერისი მუშაობდა სოციოლოგად ვაშინგტონის უნივერსიტეტში და იყო იმავე უნივერსიტეტის შიდა კომუნიკაციების ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო მოგვიანებით ვაშინგტონის ბიოტექნოლოგიისა და ბიოსამედიცინო ასოციაციის ხელმძღვანელი; დედამისი — კარენი ედმონდსის სკოლის მასწავლებლად მუშაობდა. ფერისს ჰყავს უფროსი ძმა რობერტი, რომელიც პროფესიით სოციოლოგია და არის კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი. ანა ფერისმა 9 წლის ასაკში სიეტლის თეატრში ითამაშა თავისი პირველი როლი. ედმონდსის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა ვაშინგტონის უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა ლიტერატურას.

1999 წელს მიიღო პირველი მნიშვნელოვანი როლი ფილმში „შეყვარებულთა შესახვევი“. 2000 წელს ითამაშა ფილმში „ძალიან საშიში კინო“. არაერთი ჟურნალის გარეკანზე გამოჩნდა, მათ შორის იყო „Raygun“, „Playboy“, „Self“, „Cosmopolitan“ და სხვა.

2004–2008 წლებში ქორწინებაში იმყოფებოდა ბენ ინდრასთან. 2009 წელს დაქორწინდა კრის პრეტზე. 2012 წელს მათ შეეძინათ ვაჟიშვილი ჯეკი. 2017 წელს დაშორება გადაწყვიტეს, მაგრამ ისინი ოფიციალურად 2018 წლის ოქტომბერში განქორწინდნენ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება