ანასტასია ჩაიკოვსკაია (რუს. Анастасия Чайковская (Манахан), პოლ. Anastasja Czajkowska) (ქორწინებაში — მანაჰანი), უფრო მეტად ცნობილია, როგორც ანა ანდერსონი (რუს. Анна Андерсон, პოლ. Anna Anderson)[1][2]. დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, (დაახლოებით 1896 წლის 22 დეკემბერი) გარდაიცვალა 1984 წლის 4 თებერვალს შარსლოტსვილში, აშშ— ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალი, რომელიც რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ნიკოლოზ II -ისა და იმპერატრიცა ალექსანდრა თედორეს ასულის ქალიშვილ დიდ კნეინა ანასტასია რომანოვად ასაღებდა თავს, რომელიც 15 ივნისს იყო დაბადებული და 1918 წლის 17 ივლისს ბოლშევიკების მიერ იქნა ოჯახთან ერთად დახვრეტილი ეკატერინბურგში. ერთ-ერთი ვერსიით, ანა ანდერსონი სინამდვილეში ბერლინის ასაფეთქებელი საშუალებების გამომშვები ქარხნის მუშაკი ფრანცისკა შანკოვსკაია იყო[3][4][5]. შანკოვსკების ოჯახთან მისი გენეტიკური სიახლოვე მისი სიკვდილის შემდეგ გაკეთებულმა ორმა ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა დნმ ტესტმა დაადასტურა.

ანასტასია ჩაიკოვსკაია (მანაჰანი)
რუს. Анастасия Чайковская (Манахан)
პოლ. Anastasja Czajkowska

დაიბადადაახ. 22 დეკემბერი, 1896
დაახ. პომერანია, პრუსია (დღევანდელი პოლონეთი)
გარდაიცვალა4 თებერვალი, 1984
ვირჯინია, (აშშ-ის დროშა აშშ)
ეროვნებასავარაუდოდ პოლონელი
ცნობილიაანა ანდერსონი

ანასტასიას დაღუპვა რედაქტირება

ოფიციალური ინფორმაციით, მეფის ასულის ანასტასიას დახვრეტა მოხდა მთელ ოჯახთან ერთად 1918 წლის 17 ივლისს, გამთენიისას ეკატერინბურგში იპატიევის სახლის სარდაფში. მისი სიკვდილი რამდენიმე მოწმემ დაადასტურა.[6] მაგრამ არსებობს უამრავი ვერსია იმის შესახებ, რომ ანასტასია გადარჩა. ამ ვერსიასაც ჰყავს თავისი მოწმეები, რომლებიც იხსენებენ, რომ როდესაც მთელი ოჯახი დახვრიტეს, ანასტასიამ თავი მეზობელ სახლს შეაფარა [7][8].

ბიოგრაფია რედაქტირება

პირველი გამოჩენა რედაქტირება

ანა ანდერსონის სახელი როგორც „გადარჩენილი დიადი მეფის ასული ანასტასია“ პირველად 1920 წლის, 17 თებერვალის ღამეს გაჟღერდა, როდესაც უცნობმა ქალმა თვითმკვლელობა სცადა ბენდლერის ხიდიდან (ბერლინი) წყალში გადახტომით. ახლოს მყოფმა მორიგე პოლიციელმა ქალის გადარჩენა მოახერხა და განყოფილებაში გადაიყვანა. მოგვიანებით ქალმა მას აუხსნა, რომ ბერლინში თავისი «დეიდის», პრინცესა ირენის (ალექსანდრა ფეოდორევნას დის) საძიებლად იყო ჩამოსული და სასახლეში მისული ის ვერავინ იცნო „ნათესავებისგან“ და უკანონო შვილის ყოლის გამო, ის გაკიცხეს კიდეც. თვით ანდერსონი ასე ასახავდა თავის გრძნობებს:

შეგიძლიათ გამიგოთ, რას ნიშნავს ყველაფრის დაკარგვა და შეგნება, რომ ამ მსოფლიოში შენ მარტო ხარ? შეგიძლიათ გამიგოთ, რატომ გავაკეთე ის რაც გავაკეთე? მე არ მესმოდა რასაც ვაკეთებდი...[9]

როდესაც ქალი ცდილობდა სირცხვილისგან თავი დაეხსნა, ზუსტად ამ დროს გადაწყვიტა სუიციდით პრობლემის მოშორება.. თუმცა მაინც ვერ შეძლო ამის ახსნა, თუ როგორ აღმოჩნდა იგი ხიდზე და რატომ გადაწყვიტა წყალში ჩახტომა ასეთი მოკლე სიმაღლიდან. ანდრესონი ხსნიდა თავის ქმედებებს შემდეგნაირად: „წყალი იზიდავდა მას და მასაც დააინტერესა რა იყო იქ, სიღრმეში“[9]

შემდეგ დიადმა მთავრინა ოლგა ალექსანდროვნამ ამ ამბავზე ასეთი კომენტარი გააკეთა:

თვითმკვლელობის მცდელობა მთელ ამ ისტორიაში ერთადერთი ნათლად დადასტურებული ფაქტია.[10]

პოლიციელებმა მოახდინეს ქალის სამოსის აღწერა : „შავი წინდები, შავი მაღალი ყელიანი ფეხსაცმელი, შავი ქვედაკაბა, უხეში კაბა ინიციალების გარეშე, ბლუზა და დიდი თავშალი“. უცნობს არ ჰქონდა თან არავითარი საბუთი ან ქაღალდი, რომელიც დაადასტურებდა მის პირადობას. კითხვებს ყურადღებას არ აქცევდა და არ პასუხობდა. პოლიციელებმა ჩათვალეს, რომ ის სულიერად ავადმყოფი იყო და განათავსეს ღარიბებისთვის განკუთვნილ ელიზაბეტურ საავადმყოფოში.

ჩატარებულ სამედიცინო ოქმში მითითებულია, რომ პაციენტს მელაქონიის მწვავე შეტევები აქვს და ის გამოფიტულია (იმ დროისთვის ანა იწონიდა 54 კგ და მსისი სიმაღლე 160 სმ იყო). ამიტომ, იგი დალდორფის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს.

კლინიკაში გატარებული დრო რედაქტირება

 
'Fräulein Unbekannt' 1922-26 წწ.

ახალგაზრდა ქალს ზურგზე ტყვიის ექვსი ნაიარევი ჰქონდა, ამის გარდა კეფაზე ვარსკვლავის ფორმის ნაჭრილობევი აღენიშნებოდა.[11] აგრეთვე ვარაუდობდნენ, რომ ქალი იყო „რუსი დევნილი“, რაზეც მისი აღმოსავლური აქცენტი მეტყველებდა.

დიაგნოზი — „დეპრესიული ხასიათის ფსიქიკური დაავადება“. პაციენტი განათავსეს მე–4 განყოფილების „ბ“ პალატში, რომელიც განკუთნილი იყო „მშვიდი დაავადებულებისთვის“. ავადმყოფობის ისტორიაში ეწერა:

ძალიან თავშეკავებულია. არ ასახელებს თავის ვინაობას, ასაკს და საქმიანობას. ზის ჯიუტ პოზაში. უარს აცხადებს ყოველაფერზე, ამბობს, "რამე რომ მდომებოდა, დიდი ხნის წინ ვიტყოდი… ექიმმა რაც უნდა ის იფიქროს; მე მას მაინც არაფერს ვეტყვიო". კითხვაზე, ჰქონია თუ არა მას ჰალუცინაციები და ესმის თუ არა რაიმე ხმები, პასუხობს: „რა მცოდნე ყოფილხართ, დოქტორო“. მან აღიარა, რომ თვითმკვლელობას აპირებდა, მაგრამ მიზეზი ვერ დაასახელა[9]

დალდორფში მან წელიწადნახევარი გაატარა. მისი ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა, ამიტომაც საბუთებში ის მოიხსენებოდა როგორც „ფროილაინ უნბექანთი“ (გერმ. Fräulein Unbekannt, „უცნობი“). ერთი მესასთუმლეს მტკიცებით, დაავადებული მისთვის რუსულ ენაზე დასმულ კითხვებს იგებდა, მაგრამ ვერ პასუხობდა, რამაც შემდეგში ექიმებს მისცა შესაძლებლობა ევარაუდათ, რომ მისი მშობლიური ენა იყო რომელიმე სლავური, სავარაუდოდ პოლონური.[12]

პრინციპში, მოსაზრებები, ესმოდა თუ არა და შეეძლო თუ არა ლაპარაკი რუსულ ენაზე პაციენტს, ერთობ განსხვავებულია. ასე, ექთანი ერნა ბუჰოლცი, გერმანული ენის ყოფილი მასწავლებელი და რუსეთში ხანგრძლივად ნაცხოვრები, ამტკიცებდა, რომ ფროილაინ უნბექანთი რუსულად ისე ლაპარაკობდა, როგორც "მშობლიურ ენაზე, საკმაოდ გამართული წინადადებებით". ღამის მორიგეობებისას მათ არაერთხელ ჰქონიათ საშუალება ერთმანეთს გამოლაპარაკებოდნენ, რამდენადაც პაციენტს უძილობა აწუხებდა. ერნა ბუჰოლცი ასევე იხსენებდა, როგორ უყვებოდა ნეტარი ვასილის ტაძარზე , რუსეთის პოლიტიკაზე, ხოლო უცნობი დადასტურების მიზნით თავს უქნევდა და ბოლოს განაცხადა, რომ ეს ყველაფერი მისთვის ნაცნობი იყო.

ექთან ბუჰოლცის მოგონებით, "უნბექანტი" შესამჩნევად აღელდა, როდესაც საავადმყოფოს ერთ-ერთმა მუშაკმა პალატაში სამეფო ოჯახის ფოტოთი ილუსტრირებული გაზეთი შემოიტანა. ექთანი ვალცი ამტკიცებდა, რომ როცა ერთ-ერთ ქალიშვილს დაადო თითი და თქვა, რომ "ეს გადარჩებოდაო", პაციენტმა შეუსწორა და უთხრა: "ეს არა, სხვა".

აქვე უნდა ითქვას, რომ არსებობს საპირისპირო მტკიცებულება, რომ უცნობი ქალი გერმანიის იმპერატორსა და მის მემკვიდრეზეც ისევე ბუნებრივად საუბრობდა, თითქოს ისინი პირადად სცნობოდა. ასევე შეინიშნებოდა, რომ ავადმყოფს ფანტაზიისა და შეთხზვისკენ ჰქონდა მიდრეკილება; ასე მაგალითად, იგი ამტკიცებდა, რომ კლინიკიდან გასული ვილაზე იცხოვრებდა და ცხენებსაც გააჭენებდა.

ექთანი თეა მალინოვსკაია ყვებოდა, რომ იმ ილუსტრირებული გამოცემის ნახვიდან რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ, გულწრფელობის შეტევისას პაციენტმა მას მოუყვა, თითქოს, სამეფო ოჯახის დახვრეტისას "მკველების მეთაური, რევოლვერის ქნევით, ნიკოლოზს მიუახლოვდა და ტყვია პირდაპირ დაახალა, მათი მოსამსახურე ქალი კი ბალიშით ხელში დარბოდა და ხმამაღლა გაჰკიოდა", უნდა ითქვას, რომ უნბექანტმა თავისი მონაყოლი მოულოდნელად დაასრულა:

მან შეშფოთებულმა მთხოვა, აფრიკაში გავიქცეთო ერთად... როდესაც ვუთხარი, იქ ხომ ახლა ომია გაჩაღებული-მეთქი, მან მითხრა, საფრანგეთის უცხოელთა ლეგიონში მოწყალების დებად ჩავეწეროთ, საკმაოდ უსაფრთხოაო. აქ კი, ებრაელებთან... დარწმუნებული იყო, კლინიკის ებრაელი ექიმები ბოლშევიკებთან იყვნენ შეთქმულნი და ოდესმე გასცემდნენ მას...[9]

ცნობილია, რომ გოგონას მელანქოლია და სისუსტე სჭირდა, საათობით შეეძლო საწოლში, საბანში გახვეული წოლილიყო, ისე, რომ კითხვებზე პასუხები არც კი გაეცა, მაგრამ, მერე გამოცოცხლდებოდა, (ეს ძირითადად, საღამოობით ხდებოდა ხოლმე) და მედდებსა და სხვა პაციენტებს ესაუბრებოდა. კითხულობდა გაზეთებსა და წიგნებს, ყველაფერს გერმანულად. პერსონალს იგი საკმაოდ განათლებულად მიაჩნდა.

ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არასდროს სურდა ფოტოს გადაღება; თვითმხილველთა მოგონებით, "მისი დასმა კამერის წინ, ლამის, ძალის გამოყენებით ხდებოდა".[13]

პირადობის დადგენის პირველი მცდელობები რედაქტირება

 
ბარონესა იზა ბუკსგევდენი (მარჯვნივ) და გრაფინია ანასტასია გენდრიკოვა

22 იანვარს 1922 წელს მარია პოიტერი გამოწერეს კლინიკიდან, მაგრამ, იმის დარწმუნებით, რომ ფრაუ უნბეკანტი რუსეთის იმპერატორის ქალიშვილია, იწყებს მტკიცებულებების ძებნას.[14]

5 მარტს 1922 წელს ის ხვდება იმპერატორის კირასირთა პოლკის ყოფილ კაპიატანს მ. შვაბეს ბერლინის მართლმადიდებლურ ეკლესიაში და თავის ეჭვებს უყვება. მან გადაარწმუნა კაპიტანი რათა წასულიყო კლინიკაში და უცნობის ნამდვილი პირადობა დაედგინა.[13]

8 მარტს 1922 წელს მ.შვაბე თავის მეგობართან ერთად დალდორფში მოინახულა უცნობი და მარია ფიოდოროვნას ფოტოსურათი აჩვენა. კაპიტანი იხსენებს:

…ავადმყოფმა მიპასუხა, რომ ეს მანდილოსანი მისთვის უცნობია…[13]

ანა ანდერსონის თქმით სიტუაცია სულ სხვანაირი იყო:

…ერთმა რუსმა ემიგრანტმა მომიტანა ბებიაჩემის სურათი. ეს იყო პირველად, როდესაც მე დამავიწყდა ყველა საფრთხე და დავიყვირე: „ეს ბებიაჩემია!“…[13]

ასე თუ ისე, კაპიტანი შვაბე მაინც ეჭვის ქვეშ იმყოფებოდა. შეცდომისგან თავის დაზღვევის მიზნით მან სთხოვა ზინაიდა ტოლსტაიას, მის ქალიშვილს და ანდრეევის კავალერიის კაპიტანს ქირურგ ვინეკეს, რათა ერთად მოენახულათ უცნობი. მ.შვებეს მოგონებებიდან ვიგებთ, რომ ზინაიდა ტოლსტაია და მისი ქალიშვილი ელაპარაკებოდნენ ავადმყოფს, აჩვენეს რამდენიმე ხატი და ყურში რამდენიმე სახელი ჩასჩურჩულეს. ავადმყოფი არაფერს ამბობდა, მაგრამ ძალიან აღელვებული იყო. მისი გარჩევაც ვერ მოხერხდა, იგი სახეს გამუდმებით საბნით იფარავდა. მნახველები წავიდნენ ახალი ინფორმაციის გარეშე, მაგრამ ზინაიდა ტოლსტაია და მისი ქალიშვილი დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათ წინაშე დიდი კნეინა ტატიანა რომანოვა იყო.

 
დიდი კნეინა ტატიანა რომანოვა

ეს ამბავი სწრაფად გაიფანტა რუს ემიგრანტთა შორი, და 12 მარტს 1922 წელს ავადმყოფის სანახავდ ბარონესა სოფია (იზა) ბუკსგევდენი მივიდა. მისი აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის ერთ–ერთი ბოლო იყო მათ შორის ვინც იმპერატორის ოჯახი ნახა. ბარონესა რომანოვებს დახვრეტისგან ერთი თვით ადრე მოშორდა. თვით ანა ანდერსონი შემდეგ ვიზიტებზე ასე ლაპარაკობდა:

…ამიერიდან ჩემთან ბევრი რუსი ემიგრანტი მოდიოდა; მე ზოგჯერ არ ვიცოდი, ვინ იყვნენ ისინი …[13]

თვით ბარონესა კი იხსენებდა, რომ უცნობი მოკრძალებულად და უნდობლად იქცეოდა, არ პასუხობდა კითხვებზე, მარტო სახის დაფარვას ცდილობდა. ბარონესა დარწმუნებული იყო, რომ დიდ კნეინა ტატიანას შოკისგან ამნეზია დაემართა და მის გამხნევებას ცდილობდა, მან აჩვენა უცნობს ხატი (ეს ხატი ბარონესასალექსანდრა ფეოდოროვნამ აჩუქა ტატიანას. მარია პროიტერტმა კი სამეფო ოჯახის სურათი მოიტანა და თითით დედოფალზე მითითებით ეკითხებოდა: „ეს დედაშენია არა?“, ბოლოს კი უცნობს ხელში ახალი აღთქმა მისცა რუსულ ენაზე, რომლის ყდა რუსეთის დროშის სამ ფერში იყო. შემდეგ იზა ბუქსგევდენმა სთხოვა სხვებს დაეტოვათ ოთახი და ინგლისურად მიმართა უცნობს (ტატიანა რომანოვმა კარგად იცოდა ეს ენა), სავარაუდოდ იმიტომ რომ უცნობმა ვერაფერი გაიგო, მან აჩვენა სახე. იზა ბუქსგევდენის დასკვნა კატეგორიული იყო:

ჯერ მე მას ტატიანას ვამსგავსებდი, იმიტომ რომ ჰგავს შუბლით და თვალებით, მაგრამ როდესაც ვნახე მისი მთლიანი სახე, მივხვდი, რომ ერთმანეთს არ ჰგვანან.(…)მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი ჩაიკოვსკაია ნაწილობრივ ჰგავს ტატიანას, მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ეს ის არ არის. შემდეგ გავიგე, რომ უცნობი თავს ანასტასიად აღიარებს, მაგრამ მასში აბსოლუტურად არ არის გარეგნული მსგავსება.(…) კიდევ აღვნიშნავ იმას, რომ დიდი კნეინა ანასტასია ვერ ფლობდა კარგად გერმანულს და რუსული აქცენტით ლაპარაკობდა…[13]

ანა ანდერსონმა კი შემდეგ განმარტა თავისი ქმედებები:

მე ბარონესა ერთი შეხედვით ვიცანი, მაგრამ მერე შემრცხვა თავის დანახვება.[15]

აღიარება რედაქტირება

ავადმყოფის შემდეგი სტუმარი ყოფილი პოლიცმეისტერის მეუღლე, ბარონესა მარია ფონ კლაისტერი იყო. 1922 წლის 22 მარტს მან მიაღწია ავადმყოფის გამოწერას და თავის სახლში დააბინავა. ბარონესა გაოცდა, როდესაც მან ნახა, რომ ავადმყოფი თმას იძრობდა და უკვე საკამოდ ბევრი კბილიც ჰქონდა ამოღებული.[13]

რამდენიმე დღის განმავლობაში უცნობი ცხოვრობდა კლაისტებთან. რადგანაც მას არ უნდოდა თავისი სახელის თქმა ( ან უბრადლოს ვერ იხსენებდა მას), ბარონმა და ბარონესამ შემოსთვაზეს დაერქმიათ მისთვის ანა; ზუსტად ამ სახელით გახდა იგი ცნობლილი.

ანა მოუყვა ბარონესას, რომ მას ჰყავს ვაჟი, რომელიც რუმინეთში დარჩა და

ბავშვის ამოცნობა ყოველთვის შესაძლებელი იქნება, იმიტომ, რომ მას აქვს საცვალი იმპერიული გვირგვინით და ოქროს მედალიონი…[13]

ორ დღეში, ფროილან ანა აკეთებს სენსაციურ აღიარებას. უცნობმა პირველად გახსნილად უწოდა საკუთარ დიდი კნეინა ანასტასია, ნიკოლოზ II-ის ბოლო ქალიშვილი. ბარონმა შეეკითხა, თუ როგორ გადარჩა, რაზეც ანამ უპასუხა:

დიახ მე ოჯახთან ერთად ვიყავი დახვრეტის ღამეს, და როდესაც სროლა დაიწყო, მე ტატიანას უკან დავიმალე. მეც დავკერგე გონება რამდენიმე დარტყმისგან. როდესაც გონზე მოვედი, ერთი ჯარისკაცის სახლში აღმოვჩნდი. სხვათა შორის რუმინეთში მის ცოლთან ერთად წავედი, როდესაც ის გარდაიცვალა გერმანიაში მარტო გადავედი...[13]

თუმცა როდესაც ანა ესაუბრებოდა ზინაიდა ტოლსტაიას, მან რამდენიმე ახალი წვრილმანი დაამატა. მერე არტურ ფონ კლაისტმა ზინაიდა ტოლსტაიას მონაყოლი ჩაწერა:

 
ალექსანდრა ფეოდოროვნას და, პრინცესა ირენი
ამავე წლის 2 აგვისტოს ქალმა, რომელმაც თავი დიდ ანასტასიად იწოდა, მოუყვა ქალბატონ ზინაიდას, რომ იგი გადაარჩინა რუსმა ჯარისკაცმა სახელად ალექსანდრე ჩაიკოვსკიმ. მის ოჯახთან ერთად (დედა მარია, და ვერუნა და ძმა სერგი) ანასტასია ნიკოლოზის ასული რომანოვი ბუქარესტში ჩავიდა და იქ 1920 წლამდე დარჩა. ჩაიკოვსკისგან მას ვაჟი ეყოლა, რომელიც ახლა სავარაუდოდ სამი წლისა იქნებოდა. მას მამის მსგავსად შავი თმა ჰქონდა. 1920 წელს ჩაიკოვსკი ქუჩაში იპოვე მოკლული, ხოლო ანასტასია გაიქცა ბუქარესტიდან ისე, რომ არავის უთქვამს.(…) როგორც ამბობდა, ბავშვი ჩაიკოვსკებთან დარჩა, და ანა ეხვეწებოდა მათ დახმარებოდნენ ძებნაში…[13]

ემიგრანტ-ჟურნალისტს ლიტოვეცს ეს ისტორია არარეალურად მოეჩვენა, თავის ნაშრომში იგი წერდა, რომ ანიმ (ესე დაარქვა მან ანას) მზაკვრული ხერხით მოატყუა ყველა, მან გააგრძელა ისტორია და სხვადასხვა კითხვებს ისეთი პასუხები მოუძებნა, რომ ერთმანეთს არ შეეშალათ ხელი. ლიტოვეცი ფიქრობდა, რომ ანიმ თვითონ მოიგონა ეს ისტორია და თვითონვე დაიჯერა.[16]

იმავე აზრისაა ჰერცოგინია ლეიხტენბერის, რომელიც ანას 1927 წელს გაეცნო.

იგი ძალიან ცბიერი იყო. ერთხელ ჰკითხეს: „გახსოვთ, თქვენს ბუხარზე ფაიფურის ძაღლი რომ იდო?“, მეორე დღეს კი მორიგ სტუმარს ეუბნებოდა: „მახსოვს, ჩვენს ბუხარზე ფაიფურის ძაღლი იდო“.[17]

გრეგ კინგმა (ინგლ. Greg King) პენი უილსონმა (ინგლ. Penny Wilson), წიგნის ავტორები ”რომანოვთა ბედი” (ინგლ. The Fate of the Romanovs), განაცხადეს: დღეს უკვე ცნობილია იმ ათი ჯარისკაცის ვინაობა, რომლებმაც დახვრიტეს რომანოვები იპატიევის სახლში, ასევე ცნობილია მცვლელების სახელები.[18] გვარი ჩაიკოვსკი საერთოდ არ ფიგურირებს ამ ისტორიაში [19] ანასტასიას მაშველების არსებობის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

დოქტორ გრუნბერგი. დადგენის ბოლო მცდელობები რედაქტირება

რამდენიმე დღეში ანამ, აღელვებულმა, დატოვა კლაისტების სახლი. იგი თავის სახლში მარია პროიტერმა დააბინავა, მაგრამ რამდენიმე დღეში მცირე კამათის გამო ანას დაატოვებინეს პროიტერების სახლი, რის გამოც მეზობელთან მოუხდა გადასვლა.

შემდეგ მას ქუჩაში შეხვდა ინჟინერი აინეკე, რომელმაც დაუსვა ბევრი კითხვა, მაგრამ პასუხი არ მიუღია. ბარონსა და ბარონესა ფონ კლაისტებს აღარ სურდათ უცნობის სახლში დაბინავება, რადგანაც დარწმუნებულები იყვნენ მის თვითმარქვიობაში.[14]

ასე თუ ისე, ინჟინერმა აინეკემ თხოვა პოლიციის ინსპექტორს - დოქტორ გრუნბერგს დაებინავებინა ან ეშოვა ანასთვის საცხოვრებელი ადგილი. დოქტორი გრუნბერგი იხსენებს, რომ გადაწყვიტა უცნობის საბოლოო ოფიციალური ვინაობის დადგენა. ანა ანდერსონის მოწინააღმდეგეებს ეგონათ, რომ გერმანიის მთავრობას თვითმარქვიას პოლიტიკურ მიზნებისთვის გამოყენება სურდა, მაგრამ შემდეგი მოვლენები სულ სხვას ამბობენ.[14]

დოქტორ გრუნბერგმა დაარწმუნა პრუსიის პრინცესა ირენი, ალექსანდრა ფეოდოროვნას და, რომ გამოგონილი სახელით წასულიყო მასთან ერთად მის სამამულოში. ანა ანდერსონი, როგორც გაირკვა, არც ისე გახარებული იყო ამ ვიზიტით. შემდეგ მან ახსნა, რომ იგი გააღიზიანა თვით მოტყუების ფაქტმა. დოქტორ გრუნბერგი კი წერს:

ვახშმის დროს, ჩვენ ანასტასია მაგიდასთან დავსვით, მისი უდიდებულესობის მოპირდაპირე მხარეს, რომ პრინცესას კარგად დაენახა უცნობი. (აღსანიშნავია ისიც, რომ პრინცესამ ბოლოს ათი წლის წინ ნახა იმპერატორის ოჯახი.)
ვახშმის შემდეგ ანასტასია გავიდა თავის ოთახში; პრინცესა, ანას გაჰყვა, იმის იმედით, რომ პირისპირ დაელაპარაკებოდა და მის თვისებებსაც დააკვირდებოდა. მაგრამ ანასტასია თავს ცუდად გრძნობდა და არ იყო განწყობილი ლაპარაკისთვის: იგი მიუბრუნდა პრინცესას ზურგით და საერთოდ არაფერი უპასუხა. მისი ქცევა აუხსნელი იყო, იმიტომ რომ მან იცნო ირენი ერთი შეხედვით: შემდეგ დილას მან თქვა რომ გუშინდელი ქალბატონი „დეიდამისი ირენი“ იყო.[13]

თვით პრინცესა ირენი ამ ისტორიას სხვანაირად იხსენებს:

1922 წლის აგვისტოს ბოლო რიცხვებში, პოლიციის ინსპექტორის დოქტორ გრუნბერგის თხოვნით, მე ბერლინში წასვლაზე დავთანხმდი, რათა მენახა უცნაური მანდილოსანი, რომელიც თავს ჩემს დისშვილ ანასტასიად ასაღებდა. დოქტორ გრუნბერგმა მე და ქალბატონი ერენი თავის აგარაკზე მოგვიყვანა, ბერლინთან ახლოს, სადაც უცნობი ცხოვრობდა. მას ”მადმუაზელ ენნის” ეძახდნენ. მე იმწუთასვე მივხდი, რომ ის არ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი ერთ-ერთი დისშვილთაგანი: თუმცა მე არ მენახა ისინი ცხრა წლის განმავლობაში, მაგრამ მას საერთოდ განსხვავებული სახის ნაკვთები ჰქონდა (თვალების განლაგება, ყურების ფორმა და ა.შ.). პირველი შეხედვით უცნობი დიდ მთავრინა ტატიანას ჰგავდა.
მაგრამ მე მალე დავტოვე დოქტორ გრუნბერგის სახლი, მტკიცე გადაწყვეტილებით, რომ უცნობი ქალბატონი არ იყო ჩემი დისშვილი…[13]

შემდეგ, ქალბატონი ფონ რატლევის მოყოლისას ამ პირველ შერხვედრებზე, დიდი მთავრინა ოლღა ალექსანდროვნა გაოცდა იმით, რომ ანა ანდერსონმა ბუქარესტში ყოფნისას ალექსანდრა ფეოდოროვნას ბიძაშვილს, რუმინეთის დედოფალ მარიას არ მიმართა და ბერლინში ჩამოვიდა.

1918 ან 1919 წელს დედოფალ მარიას შეეძლო ეცნო... არაფრით იყო შესაძლებელი მარიას გაოცება და ჩემმა ძმისშვილმა ეს ძალიან კარგად იცოდა. ჩემმა ძმისშვილმა იცოდა, რომ ასეთი მდგომარეობა ააშფოთევდა პრინცესა ირენს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში რუმინეთის დედოფალ მარიას.[20]

პრინცესა ირენის ვაჟმაც, პრინცმა სიზიგმუნდმა, გაუგზავნა ანას რამდენიმე კითხვა, როლმეზეც, მისი აზრით, მარტო ნამდვილ ანასტასიას შეეძლო ეპასუხა. ითვლება, რომ ქალმა ყველა კითხვაზე სწორი პასუხი გასცა.[21]

გარიეთ ფონ რატლევი რედაქტირება

 
ქალბატონი გარიეთ ფონ რატლევი

ბოლოსდაბოლოს დოქტორ გრუბერგმა თავი დაანება ანას მკურნალობას (მოწინააღმდეგთა ვერსიით დოქტორ გრუნბერგი დარწმუნდა ანას თაღლითობაში და თვითმარქვობაში).

თვით გრუნმბერგი კი წერილში ბერგს უხსნის, რომ „ანასტასიას საქმე“ ძალიან ბუნდოვანი, მაგრამ ძალიან ადვილი იყო:

ჩემს ფიქრებში მივედი იქამდეე, რომ ანასტასია არ არის ავატიურისტი ან მატყუარა. მე ვფიქრიობ, რომ საწყალ გოგონას გონება აეშალა და ახლა თავი მთავრინა ჰგონია…[13]

მრჩეველმა ბერგმა შემოსთავაზა გრუნბერგს მიებარებინა ანასტასია ქალბატონ ფონ რატველისთვის. ეს უკანასკნელი, წარმოშობით გერმანელი, ბალტიისპირეთიდან, მწერალი და მოქანდაკე იყო. როგროც შემდეგ აღმოჩნდა არჩევანი განსაკუთრებით წარამტებული გამოდგა. ქალბატონი ფონ რატველი ანას უახლოესი მეგობარი, მესასთუმლე და ყველაზე ერთგული მომხრე გახდა.

მასთან ერთად ძვლის ტუბერკულოზით დაავადებულ ანას უვლიდა და ჰკურნავდა პროფესორ რუდნიოვი. პროფესორ რუდნიოვის მონაყოლიდან:

როდესაც მე ჩავედი პეტერბურგში 28 ივლისს, 1914 წელს, მე მეგობართან ერთად გავდიოდით სასახლის მოედანზე. საიდანღაც ზემოდან თავზე ქაღალდის ბურთები ჩამოგვაცვივდა. ეს რუსეთის ბოლო ცარის ასულები, ტატიანა და ანასტასია ცელქობდნენ.

ის ისტორია იმდენად მრავალფეროვანი იყო, რომ რუდნიოვმა შეეკითხა ანას თუ რას შვრებოდა გოგონა იმ დღეს, რასაც საკმაოდ მტკიცე და დამაკმაყოფილებელი პასუხი მოჰყვა:

მე და ჩემი და ქაღალდის ბურთებს ვაკეთებდით და გამვლელებს ვესროდით.[22]

ანდერსონის მოწინაარმდეგეები ამ პასუხმა გააკვირვა. მათ გაუჩნდა კითხვა, მოუყოლია თუ არა დოქტორ რუდნიოვს ეს ისტორია ანას თანდასწრებით მანამდე. ასევე დააეჭვათ იმ ფაქტმა, რომ პირველი მსოფლიო ომის გამოცხადების დღემ სხვა არაფერი დაამახსოვრა ”ანასტასიას” ქაღალდის ბურთების გარდა.[23]

თვით ქალბატონი რატველი ასე იხსენებს თავის პირველ შთაბეჭდილებებს:

მისი მოძრაობები, ტანადობა, მანერები ამჟღავნებდნენ მასში მაღალი საზოგადოების მანდილოსანს. ასეთი იყო ჩემი პირველი შთაბეჭდილებები. მაგრამ რამაც ყველაზე მეტად შემაშფოთა, ეს ის არის, რომ ანა ანდერსონი ძალიან ჰგავდა მარია ფეოდოროვნას, დაქვრივებულ იმპერატრიცას. ანა გერმანულად ლაპარაკობდა, მაგრამ აშკარა რუსული აქცენტით. როდესაც რუსულად მივმართავდი, მას ძალიან კარგად ესმოდა, თუმცა გერმანულად მპასუხობდა. (…)
ყოველი პირდაპირი კითხვა მას აშინებდა,ის თავის თავში იკეტებოდა . ძნელი იყო მისი „გამოძახება“ სასაუბროდ, მაგრამ შემდეგ უკვე ხელი აღარ უნდა შეგვეშალა შენიშვნებით. თუ საუბრის საგანი მისთვის საინტერესო იყო, ანა ხალისით ლაპარაკობდა. ასე იყო ყოველთვის, როდესაც საუბარი მის ბავშვობას ეხებოდა: ცხოვრებას მშობლებთან ერთად, დებთან და ძმასთან. თითქოს ეს იყო ერთადერთი რაც აინტერესებდა მას, მოგონებები ავსებდნენ მას ამ მომენტში... ანა იყო იმ ხალხის მადლიერი, რომლებიც მასთან მეგობრობდნენ და სიკეთეს გამოხატავდნენ მის მიმართ. მისი ბუნებიდან თითქოს კეთილშობილებისა და ღირსების ენერგია გადმოედინებოდა, რაც იზიდავდა ყველას, ვინც კი მას ეახლებოდა…[22]

ანა ანდერსონის მოწინააღმდეგეები კი კითხვას სვმადნენ — ასეთი ცხადი თვისებები რატომ ვერავინ შემჩნია გარიეთ ფონ რატლევის გარდა?

მრავალი წლის განმავლობაში ქალბატონი გარიეთ ფონ რატლევი იყო ”საოცრად გადარჩენილი კნეინას” მესასთუმლე და მთავარი თაყვანისმცემელი. მაგრამ მიუხედავად კარგი განწყობისა, თვითმარქვიას მიმართ, გარიეთს ავადმყოფის ჟინიანი და რთული ხასიათის ატანდა უწევდა. იყო შემთხვევა, როდესაც ანამ თავის მესასთუმლეს სახეში დაჭმუჭნული წინდები ესროლა, სიტყვებით: ”წაიღე! რისთვის გიხდიან?!”, ხოლო დანიაში მოგზაურობისას, მოითხოვა სხვაგან დაებინევაბიან გარიეთი, რადგან, მისი თქმით, ”მოსამსახურებთან ერთად ცხოვრებას არ იყო მიჩვეული”.[24]

ალექსეი ვოლკოვი, იმპერატრიცას ყოფილი კამერდინერი რედაქტირება

 
დაქვრივებული იმპერატრიცა მარია ფეოდორვნა

დაახლოებით ამ დროს ინფორმაცია ქალბატონზე, რომელიც თავს ანასტასია რომანოვად აღიარებდა, კოპენჰაგენამდეც მივიდა, სადაც მარია ფეოდოროვნა მუდმივად ცხოვრობდა. დანიის ელჩი ბერლინში ბატონი ზალე, დანიის მეფის ბრძანებით, ფონ რატლევსა და დანიის სამეფო კარს შორის შუამავალი გახდა.

როგორც მარია ფეოდოროვნას წერილებიდან ჩანს, ის სიფრთხილით ეპრყობოდა ანა ანდერსონის ”აღიარებებს”, მაგრამ მაინც გადაწყვიტა, შანსი არ დაეკარგა და ბერლინში ალექსეი ვოლკოვი გაგზავნა.

პოლიტიკური გარჩევა ანა ანდერსონის პიროვნების გარშემო რედაქტირება

იდენტიფიკაციის პრობლემა რედაქტირება

ანა ანდერსონი კულტი რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Vorres, I, The Last Grand Duchess, p.19
  2. ანასტასია:ანას ამოცანა (1986)
  3. Once A Grand Duchess: Xenia, Sister of Nicholas II, by John Van der Kiste & Coryne Hall, p.174
  4. Vorres, I, The Last Grand Duchess, p.240
  5. ი. ტეპლოვი. "ანასტასია". ისტორია გრძელდება. საინტერესო სტატიების პორტალი. ციტირების თარიღი: 2008-12-31.
  6. King and Wilson (2003), p. 314.
  7. King and Wilson (2003), p. 314
  8. Kurth (1983), p. 339
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 უგონო ანასტასია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-29. ციტირების თარიღი: 2009-02-22.
  10. Vorres, I. The Last Grand Duchess. - P.174
  11. Vorres, I. The Last Grand Duchess. — P.174
  12. ლ. იუზეფოვიჩი „ყველაზე ცნობილი თვითმარქვიები“ — С. 369 (Юзефович Л. А. Самые знаменитые самозванцы — С. 369)
  13. 13.00 13.01 13.02 13.03 13.04 13.05 13.06 13.07 13.08 13.09 13.10 13.11 13.12 ა. დეკო „XX საუკუნის ასი ყველაზე დიდი საიდუმლო“(Деко, А. Сто великих тайн XX века. — М: Вече, 2004.)
  14. 14.0 14.1 14.2 http://www.peoples.ru/family/children/anastasia_romanova/index2.html
  15. «ანასტასია» და ნიკოლოზ II-ის სხვა «გადარჩენილი შვილები» . «ისტორიის 100 უმთავრესი ამოცანა», მოსკოვი, «Вече», 2008 г.
  16. იუზეფოპვიჩის ციტ. - С.377
  17. Vorres, I, The Last Grand Duchess
  18. კინგი და უილსონი, რომანოვთა ბედი, pp.299-300
  19. რ. მასი, რომანოვთა ბოლო ნაწილი p.165
  20. Massie, R. The Romanovs The Final Chapter
  21. Kurth, Anastasia: The Riddle of Anna Anderson, p. 272
  22. 22.0 22.1 Anastasia, the survivor of Ekaterinburg, by Frau Harriet von Rathlef-Keilmann
  23. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-24. ციტირების თარიღი: 2009-08-21.
  24. Michael Farquhar A Treasury of Deception: Liars, Misleaders, Hoodwinkers, and the Extraordinary True Stories of History’s Greatest Hoaxes, Fakes and Frauds Penguin, May 2005, ISBN 0-14-303544-4