ანაჰაიმი (ინგლ. Anaheim) — ქალაქი კალიფორნიის შტატში (აშშ). მდებარეობს ორანჟის ოლქში ლოს-ანჯელესიდან სამხრეთით 45 კილომეტრში. 2006 წლის მონაცემებით მოსახლეობა შეადგენს 342 410 მცხოვრებს და რიცხვოვნობის მიხედვით კალიფორნიის შტატში მე-10, ხოლო აშშ-ში 56-ე ადგილს იკავებს. ქალაქი ცნობილია დასასვენებელი პარკებითა და ატრაქციონებით.

Disneyland

1955 წლის 17 ივლისს უშუალოდ უოლტ დისნეის ხელმძღვანელობით ანაჰაიმში გაიხსნა მსოფლიოში პირველი დისნეილენდი.