ანაფორა (სტილისტიკა)

ანაფორა (ბერძ. ἀναφορά) — ერთ-ერთი სტილისტიკური ხერხი. იგი გულისხმობს მსგავსი ბგერების, სიტყვების, სინტაქსური ან რიტმული ერთეულების განმეორებას მოსაზღვრე ტაეპების ან სტროფების დასაწყისში. ანაფორა, როგორც განმეორების ერთ-ერთი სახე, ხელს უწყობს ინტონაციის გაძლიერებას, რისი წყალობითაც მხატვრული ფრაზის ესა თუ ის ნაწილი უფრო მკვეთრად გამოიყოფა და იგი მეტ გამომსახველობას იძენს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“, გამომცემლობა „განათლება“, 1972.