ანასტასიო სომოსა დებაილე

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სომოსა (მრავალმნიშვნელოვანი).

ანასტასიო (ტახიტო) სომოსა დებაილე (ესპ. Anastasio Somoza Debayle; დ. 5 დეკემბერი, 1925 — გ. 17 სექტემბერი, 1980) — ნიკარაგუელი პოლიტიკოსი, ნიკარაგუის 54-ე და 57-ე პრეზიდენტი. ანასტასიო სომოსა პოლიტიკაში ჩაერთო, როგორც ეროვნული არმიის ხელმძღვანელი. ამ თანამდებობის მეშვეობით, თავისი ძმის გარდაცვალების შემდეგ, 1967-1979 წლებში მართავდა ნიკარაგუას. იგი იყო სომოსას გავლენიანი გვარის უკანასკნელი წარმომადგენელი ნიკარაგუის პრეზიდენტის თანამდებობაზე.

ანასტასიო სომოსა დებაილე
ანასტასიო სომოსა დებაილე
ნიკარაგუის 54-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 მაისი, 1967 – 1 მაისი, 1972
წინამორბედილორენსო გერერო გუტიერესი
მემკვიდრერობერტო მარტინეს ლაკაიო

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 დეკემბერი, 1974 – 17 ივლისი, 1979
წინამორბედიალფონსო ლოვო ცორდერო
მემკვიდრეფრანსისკო ურკუიო

დაბადებული5 დეკემბერი, 1925
ლეონი
გარდაცვლილი17 სექტემბერი, 1980
ასუნსიონი, პარაგვაი
მოქალაქეობანიკარაგუა
ეროვნებანიკარაგუელი
პოლიტიკური პარტიალიბერალ-ნაციონალისტების პარტია
მეუღლეოპე პორტოკარერო

სახელი რედაქტირება

ესპანურენოვან ქვეყნებში მიღებულია დიდისა და მამის გვარის მიცემა ახალშობილისთვის. ამგვარად, სომოსა იყო მამის გვარი, დედაილე კი დედისა, რომელიც ფრანგული წარმოშობის ქალი იყო.

ბიოგრაფია რედაქტირება

იგი იყო ანასტასიო სომოსა გარსიას, ნიკარაგუის პრეზიდენტის უმცროსი ვაჟი. ახალგაზრდა ანასტასიოს დაარქვეს "ტახიტო" (მამამისის მეტსახელის 'ტახოს" კნინობითი ფორმა). მან განათლება მიიღო სან ლეოს უნივერსიტეტში (ფლორიდა) და ლა სალეს სამხედრო აკადემიაში(ლონგ აილენდი), საბოლოოდ დაასრულა შეერთებული შტატების სამხედრო აკადემია 1946 წლის 6 ივნისს. შემდგომ წელს, მამამისისგან, რომელიც ოჯახის წევრებსა და ახლო მეგობრებს ურიგებდა საპასუხისმგებლო თანამდებობებს, მიიღო ეროვნული გვარდიის მეთაურობა. ამასთან ნიაკარგუაში ყველაზე გავლენიან პერსონად გადაიქცა მამის შემდეგ. 1950 წლის 10 დეკემბერს, მანაგუის საკათედრო ტაძარში ჯვარი დაიწერა თავის დეიდაშვილ ოპე პორტოკარეროზე. საქორწინო ცერემონიას ესწრებოდა 4, 000 ადამიანი.

ანასტასიო სომოსას მოკვლის შემდეგ გაპრეზიდენტდა "ტახიტოს" უფროსი ძმა ლუის სომოსა დებაილე. ამ პერიოდში ანასტასიო კვლავ მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა ნიკარაგუაში. ძმის გარდაცვალების შემდეგ, 1967 1 მაისს ანასტასიო თავისი ნებით გაპრეზიდენტდა და ძმისგან განსახვავებით მოწინააღმდეგეებისა და ოპოზიციის მიმართ შეუწყნარებელი დიქტატორი იყო.

ტახიტოს პრეზიდენტობის ვადა იწურებოდა 1972 წლის მაისში, იმ ფონზე, როცა არსებობოდა პრეზიდენტად ხელახალი არჩევის ამკრძალავი კანონი. საპრეზიდენტო მანდატის ვადის გასვლამდე შეთანხმდა ოპზიციური პარტიის წევრებთან, რომ მას ჩაანაცვლებდა ლიბერალებისა და კონსერვეტორებისგან შემდგარი სამკაციანი ხუნტა, რათა შეძლებოდა 1974 წელს კვლავ გაპრეზიდენტება. ეს კი არ გაუჭირდებოდა, რადგან ეროვნული არმიის სარდლად კვლავ სომოსა დებაილე რჩებოდა. სომოსამ და მისმა ტრიუმვირატმა მიიღეს ახალი კონსტიტუცია, რომლის რატიფიკაცია მოახდინა ტრიუმვირატმა 1971 წლის 3 აპრილს.

1972 წლის 23 დეკემბერს მიწისძვრამ დაანგრია დედაქალაქ მანაგუის 90% და 5, 000 ადამიანი დაიღუპა, ცოცოხლად დარჩენილები კი უსახლკაროდ დარჩნენ. საპასუხოდ სომოსამ გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და კიდევ ერთხელ გახდა ნიკარაგუის მმართველი. ასევე, საკუთარი თავი დანიშნა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარედ.

1975 წელს ანასტასიო სომოსა დებაილემ სანდინისტას ფრონტის წინააღმდეგ ძლადობრივი კამპანია დაიწყო, ინდივიდუალური სამიზნეები კი პარტიის მომხრეები იყვნენ. სანდინისტას ფრონტს სახელი დაერქვა აუგუსტო სესარ სანდინოს პატივსაცემად. სანდინისტას ბრძოლას ხელი შეუწყო იმანაც, რომ აშშ, რომელიც სომოსას რეჟიმს მიიჩნევდა კომუნისზმის წინააღმდეგ საბრძოლველ ციხესიმაგრედ, მხარს აღარ უჭერდა სომოსას რეჟიმს. უფრო მეტიც, პრეზიდენტი ჯიმი კარტერი აკრიტკებდა ნიკარაგუაში ადამიანის უფლებების დაცვის დაბალ დონე, მიუხედავად იმისა, რომ ანასტასიო სომოსა დებაილე ამტკიცებდა საკუთარ ქვეყანაში პრესისა და სიტყვის თავისუფლება არ იზღუდებოდა. შეერთებული შტატების ქმედებამ, ნიკარაგუის საზღვრებს შიგნითაც გაამძაფრა დიქტატურის მოწინააღმდეგეთა კრიტიკა. სომოსას რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიოდნენ არა მარტო სანდინისტები, არამედ სხვა პოლიტიკური პარტიები და მათ გარდა ჟურნალისტებიც, მათ შორის პედრო ხოაკინ ჩამორო კარდენალი (მოკლეს 1978 წლის 10 იანვარს). საბოლოოდ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ნიკარაგუას საბრძოლო იარაღებით ეხმარებოდა იყო ისრაელი, რომელსაც თავის დროზე ანასტასიო სომოსა გარსიას რეჟიმმა $200 მილიონი გადაურიცხა. აშშ-ს ადმინისტრაციის ზეწოლის შემდეგ ისრაელმაც შეწყვიტა სომოსას რეჟიმის დახმარება. იზოლაციაში მყოფი დიქტატორი ქვეყნიდა გაიქცა შერთებულ შტატებში თავის შესაფარებლად. თუმცა, ჯიმი კარტერმა უარი თქვა "ტახიტოსთვის" თავშესაფარი მიეცა, მხოლოდ პარაგვაის დიქტატორმა ალფრედო სტროესნერმა მიიღო ნიკარაგუის უკანასკნელი პრეზიდენტი სომოსას გვარიდან.

ვერც პარაგვაი გამოდგა უსაფრთხო თავშესაფარი. 1980 წლის 17 სექტემბერს, დილის 10:10 საათზე, თავის სახლთან ასუნსიონში, სანდინისტას მთავრობის დაკვეთითა და არგენტინელი კომუნისტის ენრიკე გორიარან მერლოს მეთაურობით მოკლეს 54 წლის ანასტასიო სომოსა დებაილე. სანდინისტას მცირერიცხოვანი დაჯგუფება სამალავში ელოდა ტახიტოს გამოჩენას, რადგან იგი ქალაქში შეუჯავშნავი მერსედესით დადაიოდა. ტეროტისტებმა ტანკსაწინაარმდეგო ნაღმი ესროლეს და დაფერფლილ მანქანაში ადგილზე გარდაიცვალა ანასტასიო სომოსა დებაილე. დაკრძალეს მაიამიში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Diederich, Bernard. Somoza and the Legacy of U.S. Involvement in Central America.
  • El Verdadero Sandino o el Calvario de las Segovias, 1936, de Anastasio Somoza García.
  • Estirpe sangrienta: Los Somoza, 1958, de Pedro Joaquín Chamorro Cardenal.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება