ანასტასია კაიშაური

ქართველი მეცნიერი და პედაგოგი

ანასტასია კაიშაური (დ. 3 იანვარი, 1896 — გ. 1970) — ქართველი მეცნიერი და პედაგოგი.

ანასტასია კაიშაური დაიბადა დუშეთის რაიონის სოფელ ქვეშეთში. 1917 წელს დაამთავრა თბილისის ქალთა მეოთხე გიმნაზია და პეტროგრადის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი.

დაინიშნა თბილისის ქალთა მე-2 გიმნაზიის ფსიქოლოგიისა და ლოგიკის მასწავლებლად 1919 წელს. განათლების სახალხო კომისარიატმა სტიპენდიით მიავლინა მოსკოვის სამედიცინო პედაგოგიკისა და მოსკოვის მე-2 უნივერსიტეტში ლოგოპედიისა და სურდოპედაგოგიკის შესასწავლად 1926 წელს. მუშაობდა თბილისის ყრუ-მუნჯთა სკოლაში სპეციალისტად 1928-1940 წლებში. 1929-1933 წლებში საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატის პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. ლოგოპედიის პედაგოგად ფუნქციონალურ-ნერვულ დაავადებათა ინსტიტუტში, სამეცნიერო აკადემიასა და ბავშვთა პოლიკლინიკებში 1931 წლიდან. მოხსენებით გამოვიდა 1930 წელს მოსკოვში დეფექტოლოგთა ყრილობაზე: „დეფექტოლოგიური მუშაობა საქართველოში“, აღნიშნულ ყრილობაზე ანასტასია კაიშაური დასახელებული იქნა დელეგატად. მომდევნო ყრილობაზე წაიკითხა მოხსენება: „ქართულ ბგერათა სპეციფიკურობა“. ასევე ფუნქციონალურ-ნერვულ დაავადებათა ინსტიტუტში წაიკითხა მოხსენებები: „ენაბლუობა, მისი პროფილაქტიკა და მკურნალობა“ 1932, „ენაჩლუნგობის ტიპოლოგიისათვის“ 1934, „მეტყველების ფონასეთიური მოშლილობა“ 1936 და სხვ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერების განყოფილების მე-6 სამეცნიერო სესიაზე, 1942 წელს 24-25 აპრილს წაიკითხა მოხსენება „კონტუზირებულთა მეტყველების აღდგენა ხმოვანი ბგერებით“. საქართველოში ლოგოპედიისა და ქართული სურდოპედაგოგიკის დამაარსებელი, პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952, ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი, თბ., 2021, გვ.485

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება