ანასტასია ერისთავი-ხოშტარია
ანასტასია ერისთავი-ხოშტარია (დ. 3 თებერვალი, 1868 — გ. 1 მაისი, 1951) — ქართველი ნოველისტი.
ანასტასია ერისთავი-ხოშტარია | |
---|---|
რუს. Анастасия Георгиевна Эристави-Хоштария | |
დაბადების თარიღი | 3 (15) თებერვალი, 1868 |
დაბადების ადგილი | გორი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 1 მაისი, 1951 (83 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
საქმიანობა | ნოველისტი და მწერალი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
მეუღლე | დუტუ მეგრელი |
ბიოგრაფია რედაქტირება
დაიბადა გორში, არისტოკრატთა ოჯახში. მუშაობდა მასწავლებლად მშობლიურ ქალაქში, სადაც გლეხების ბავშვებისათვის უფასო სკოლა დააარსა, ხოლო მოგვიანებით — ქალთა ორგანიზაცია „მანდილოსანი“ (1913-1914).
მისი ლიტერატურული დებიუტი შედგა 1885 წელს, როდესაც თარგმნა ოსური ლეგენდა „ბესო“. 1890 წელს აკაკი წერეთელის ხელშეწყობით თბილისში გადავიდა, რათა გაეგრძელებინა სამწერლო კარიერა. მის პირველ ნოველებს — „მოლიპულ გზაზე“ (1897) და „ბედის ტრიალი“ (1901), საკმაო წარმატება ხვდათ. ანასტასია ერისთავი-ხოშტარია იყო პირველი ქართველი ქალი მწერალი, რომელმაც ყურადღება ქალების პრობლემებზე გაამახვილა. ერისთავი-ხოშტარიას ნოველები და მოკლე ისტორიები მისდევს ერთ ხაზს: ისინი აღწერენ ქართველი აზნაური ქალების ცხოვრებას XIX საუკუნის შუა ხანებში, როდესაც ხდებოდა ძველი ფასეულობების ცვლილება და ახალი ეკონომიკურ-მორალური წესრიგი ყალიბდებოდა. მისი იდეალები იყო თავისუფალი შრომა, გულწრფელი სიყვარული და გამოდიოდა „თიხის ფეხებიანი“ გმირების წინააღმდეგ.
1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ა. ერისთავი-ხოშტარია წავიდა მწერლობიდან და მხოლოდ საკუთარი ნაწარმოებების „პოლიტიკურად კორექტულ“ შესავლებს წერდა.[1]
დაქორწინებული იყო დუტუ მეგრელზე (დიმიტრი ხოშტარია), რომელიც ასევე მწერალი და პოეტი იყო.
1983 წლის 21 იანვრიდან ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა რედაქტირება
- მირიანაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 195.
- ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ., „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 137, თბ., 1994
- ჭილაია ს. „უახლესი ქართული მწერლობა“, თბილისი, 1972
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
სქოლიო რედაქტირება
- ↑ დონალდ რეიფილდი (2000), ქართული ლიტერატურა: ისტორია: II გამოცემა, გვ. 217. Routledge, ISBN 0-7007-1163-5