ანასეული — უბანი ქალაქ ოზურგეთში, ყოფილი სოფელი.

უბანი
ანასეული

ანასეულის ცენტრი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
ქალაქი ოზურგეთი
კოორდინატები 41°54′34″ ჩ. გ. 41°59′02″ ა. გ. / 41.90944° ჩ. გ. 41.98389° ა. გ. / 41.90944; 41.98389
ფართობი 2,56 კმ²
ცენტრის სიმაღლე 460
მოსახლეობა 2400 კაცი
ეროვნული შემადგენლობა ქართველები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ანასეული — საქართველო
ანასეული
ანასეული — გურიის მხარე
ანასეული

ანასეულში მოქმედებს საჯარო სკოლა[1] და საბავშვო ბაღი, ჩაის ფაბრიკა, დისტილერია, მოხუცთა პანსიონატი, ჩაის და სუბტროპიკულ მეურნეობათა ინსტიტუტი, ნიადაგის სადიაგნოსტიკო ცენტრი.

გეოგრაფია რედაქტირება

მდებარეობს ზღვის დონიდან 460 მეტრზე. ჰავა ხასიათდება სუბტროპიკული ნოტიო კლიმატით. საშუალო წლიური ტემპერატურა 13.6 0C, იანვარში +4.8 0C, ივლისი-აგვისტოში +22.6 0C, აბსოლუტური მინიმუმი -19 0C, აბსოლუტური მაქსიმუმი +41 0C. ნალექების საშუალო რაოდენობა წელიწადში - 2168 მმ, ნალექების დღეღამური მაქსიმუმი 216 მმ, ჰაერის ფარდობითი საშუალო წლიური ტენიანობა 76%

ისტორია რედაქტირება

1956-63 ანასეულში ლ. ნებიერიძის ხელმძღვანელობით გათხარეს ნეოლითური ხანის სამოსახლო ბორცვები, რომლებსაც „მიწის ციხეს“ უწოდებენ. მოპოვებული არქეოლოგიური მასალა კინტრიშისა და გურიანთის არქეოლოგიური მასალის მსგავსია.

გურიის მთავრის, მამია მეორის (1600-1625) ქალიშვილს, ანა ბატონიშვილს უნდა უკავშირდებოდეს სახელწოდება ანასეულის წარმოშობა. მამია II-მ ქალიშვილი ანა კახთა მეფე თეიმურაზს მიათხოვა და მამული უბოძა.

თავდაპირველად ანასეული წარმოადგენდა სოფელს. 1930 წელს დაარსდა ჩაის მეურნეობის ინსტიტუტი, რომელიც მოგვიანებით ჩამოყალიბდა ჩაისა და სუბტროპიკული კულტურათა სრულიად საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტად. 1938 წლიდან ინსტიტუტს დაეკისრა მუშაობა ციტრუსოვან და სხვა სუბტროპიკულ კულტურებზე. 1948 წლიდან ინსტიტუტმა დაიწყო ციტრუსოვანთა სელექცია. ინსტიტუტს ფილიალები ჰქონდა ჩაქვში, სოხუმში, ფოთსა და ზუგდიდში. 1953 წელს ინსტიტუტში არსებული ჩაის განყოფილების ბაზაზე ჩამოყალიბდა ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი, რომელსაც გააჩნდა საკუთარი ჩაის ფაბრიკა. 1958 წელს მისი მოსახლეობა აღემატებოდა 900 კომლს. 1971 წელს ანასეულში დაიდგა ტელესარეტრანსლაციო სადგური.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება