ამუნდსენის ზღვა — განაპირა ზღვა სამხრეთის ოკეანეში, დასავლეთ ანტარქტიდის ნაპირებთან. აღმოსავლეთიდან შემოსაზღვრულია კუნძულ ტარსტონით, დასავლეთიდან დარტის კონცხით. ფართობი შეადგენს 98,000 კმ²-ს, მაქსიმალური სიღრმე 585 მეტრს. სანაპირო ზონებში გავრცელებულია შელფური და კონტინენტური მყინვარები. წყლის საშუალო წლიური ტემპერატურა 0°С-ზე დაბალია, მარილიანობა ზაფხულში დაახლოებით 33,5 . ზღვა თითქმის მთლიანად დაფარულია მოტივტივე ყინულებით, რომელთა სისქე 3 კმ აღწევს. ზღვას სახელი ეწოდა ნორვეგიელი პოლარეთის მკვლევრის რუალ ამუნდსენის პატივსაცემად, რომლის ექსპედიციაც აქ გამოკვლევებს ატარებდა 1928-1929 წლებში. ამუნდსენის ზღვა გვხვდება როსის სელაპი, უედელის სელაპი, ზღვის ლეოპარდი, ვეშაპები, პინგვინები, ალბატროსები.

ამუნდსენის ზღვა
აისბერგი ამუნდსენის ზღვაში
ზოგადი ინფორმაცია
ოკეანის აუზი სამხრეთის ოკეანე
ტიპი განაპირა ზღვა
ფართობი 98,000 კმ²
უდიდესი სიღრმე 585 
ამუნდსენის ზღვის მდებარეობა ანტარქტიდის რუკის ფონზე
ამუნდსენის ზღვის მდებარეობა ანტარქტიდის რუკის ფონზე

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება