ამონიუმის ქლორიდი

(გადამისამართდა გვერდიდან ამონიუმქლორიდი)

ამონიუმის ქლორიდი — არაორგანული ნივთიერება ქიმიური ფორმულით NH4Cl. არის თეთრი, კრისტალური მარილი, რომელიც წყალში ძალიან კარგად იხსნება. ძირითადად გამოიყენება როგორც სასუქი და არომატიზატორი ზოგიერთ ლიქიორში. ამონიუმის ქლორიდი მიიღება ქლორწყალბადმჟავისა და ამიაკის ურთიერთქმედებით.

ამონიუმის ქლორიდი
ამონიუმის ქლორიდი: ქიმიური ფორმულა
ამონიუმის ქლორიდი: მოლეკულის ხედი
ზოგადი
ქიმიური ფორმულაNH4Cl
მოლური მასა53.49 /მოლი
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე1.519 /სმ³
თერმული თვისებები
მოლური თბოტევადობა (სტ. პირ.)84.1 [1] /(·კ)
წარმოქმნის ენტალპია (სტ. პირ.)94.56 [1] კჯ/მოლი
ქიმიური თვისებები
pKa9.24
ხსნადობა ნივთიერებაში ეთანოლი6 (19 °C)[1] /100 მლ

წარმოება რედაქტირება

ამონიუმის ქლორიდის მიღების პროცესის დემონსტრაცია როდესაც გარეთ გამოტუმბული ამიაკის და ქლორწყალბადმჟავის ნაკადები ერთმანეთს ხვდება და წარმოიქმნება მყარი ამონიუმის ქლორიდი(თეთრი კვამლის სახით)
CO2 + 2 NH3 + 2 NaCl + H2O → 2 NH4Cl + Na2CO3

გარდა იმისა, რომ ეს ამონიუმის ქლორიდის წარმოების ძირითადი მეთოდია, ეს მეთოდი გამოიყენება ზოგიერთ სამრეწველო ოპერაციაში ამიაკისგან განსათავისუფლებლად.

NH3 + HCl → NH4Cl
  • ამონიუმის ქლორიდი ბუნებრივი სახით გავრცელებულია ვულკანურ რეგიონებში, ფორმირდება ვულკანურ ქვებში ფუმაროლებთან ახლოს. მისი მოლეკულები აირად ფაზაში დიდხანს ვერ არსებობენ, რადგან ისინი მარტივად იხსნებიან წყალში[3].

რეაქციები რედაქტირება

  • ამონიუმის ქლორიდი გაცხელებით იშლება ამიაკად და წყალბადის ქლორიდად:[2]
NH4Cl → NH3 + HCl
2 NH4Cl + Na2CO3 → 2 NaCl + CO2 + H2O + 2 NH3
  • ამონიუმის ქლორიდი მაღალ ტემპერატურაზე რეაქციაში შედის ტუტე ლითონების კარბონატებთან, მიიღება ამიაკი და ტუტე ლითონის ქლორიდი
2 NH4Cl + Na2CO3 → 2 NaCl + CO2 + H2O + 2 NH3
  • წყალსხნარს, რომელიც მასის 5% ამონიუმის ქლორიდს შეიცავს, pH მაჩვენებელი 4,6-დან 6,0-მდე აქვს.[4]
  • ზოგიერთი ამონიუმის ქლორიდის რეაქცია სხვა ქიმიკატებთან ენდოთერმულია, როგორც ბარიუმის ჰიდროქსიდის შემთხვევაში.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Pradyot, Patnaik (2003). Handbook of Inorganic Chemicals. The McGraw-Hill Companies, Inc.. ISBN 978-0-07-049439-8. 
  2. 2.0 2.1 2.2 Wiberg, Egon; Wiberg, Nils (2001) Inorganic Chemistry, illustrated, Academic Press, გვ. 614. ISBN 978-0-12-352651-9. 
  3. Rowley, Steven P. (2011). General Chemistry I Laboratory Manual, Second, Kendall Hunt. ISBN 978-0-7575-8942-3. 
  4. Bothara, K. G. (2008). Inorganic Pharmaceutical Chemistry. Pragati Books Pvt. Ltd., გვ. 13–. ISBN 978-81-85790-05-3.