ამირ პერეცი (ებრ. עמיר פרץ) დ. 9 მარტი, 1952, ბუჯადი, მაროკო) — ისრაელის სახელმწიფო მოღვაწე და პოლიტიკოსი. ისრაელის ეკონომიკის მინისტრი 2020 წლის 17 მაისიდან. ქნესეთის წევრი. წარსულში  „ავოდას“ (ლეიბორისტული პარტიის)  თავმჯდომარე (2005-2007, 2019-2021 წწ.), “ჰისტადრუტის”  (პროფკავშირები ისრაელში) ხელმძღვანელი, თავდაცვის მინისტრი (2006-2007 წწ.).[1][2][3]

ამირ პერეცი
ივრ. עמיר פרץ
ამირ პერეცი ივრ. עמיר פרץ
ისრაელის დროშა ისრაელის ეკონომიკის მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავამაისი, 2020-დან
პრემიერ-მინისტრი  ბინიამინ ნეთანიაჰუ
წინამორბედიელი კოენი

ისრაელის დროშა ისრაელის 21-ე თავდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მაისი, 2006 – 18 ივნისი, 2007
წინამორბედიშაულ მოფაზი
მემკვიდრეეჰუდ ბარაკი

ისრაელის დროშა ისრაელის გარემოს დაცვის მე-14 მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 მარტი, 2013 – 9 ნოემბერი, 2014
წინამორბედიგილად ერდანი
მემკვიდრეავი გაბაი

"ავოდას" პარტიის მე-17 ლიდერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2019 – 24 იანვარი, 202
წინამორბედიავი გაბაი
მემკვიდრემეირავ მიხაელი

"ავოდას" პარტიის მე-11 ლიდერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2005 – 2007
წინამორბედიშიმონ პერესი
მემკვიდრეეჰუდ ბარაკი

დაბადებული9 მარტი, 1952 (69 წლის)
ბუჯადი, მაროკო
პოლიტიკური პარტიაჰა-თნუა

ბიოგრაფია რედაქტირება

ამირ პერეცი დაიბადა მაროკოში. 1956 წელს მისი ოჯახი რეპატრირებული იყო ისრაელში. 1974 წელს ჯარში მსახურობისას მძიმედ დაიჭრა და დემობილიზაციის შემდეგ დასახლდა  ნირ აკივას მოშავში  დაჭრის შემდგომი  რეაბილიტაციის მიზნით. იქვე ჩამოაყალიბა მეურნეობა. მალე ის სდეროთში გადავიდა. 1983 წელს, მეგობრების რჩევით, წარადგინა საკუთარი თავი და გახდა ამ ქალაქის პირველი მერი ლეიბორისტული პარტიიდან. 1988 წელს ამირ პერეცი  აირჩიეს ქნესეთში.

1994 წელს ის შეუერთდა ჰაიმ რამონს „ჰისტადრუტის“ (ისრაელის მუშაკთა კავშირის) არჩევნებში. მათ არჩევნებში უკან მოიტოვეს „ავოდის“კანდიდატი იცხაკ რაბინი. ამირ პერეცი გახდა რამონის მოადგილე, ხოლო მისი გადადგომის შემდეგ გახდა „ჰისტადრუტის“ მმართველი. ჰისტადრუტის“ ხელმძღვანელის რანგში, მან არაერთხელ მოაწყო ანტისამთავრობო გაფიცვები ხელფასების მომატების  მოთხოვნით და მუშათა სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

1999 წლის ქნესეთის  არჩევნებში ამირ პერეცი ცალკე სიით გამოდიოდა „ჰისტადრუტის“ პარტიის სოციალისტური ფრთის  „ამ ეჰადისგან“, რომელმაც მიიღო 2 მანდატი. პერეცის პოპულარობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც მემარჯვენე ლიკუდის პარტიის  ფინანსთა მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამები შეაჩერა.[4][5]

„ავოდას“ პარტიის სათავეში რედაქტირება

2005 წელს პარტია „ამ ეჰადი“  გაერთიანდა „ავოდას“ ლეიბორისტულ პარტიასთან  და 2005 წლის 9 ნოემბერს პერეცმა დაამარცხა შიმონ პერესი შიდა პარტიულ არჩევნებში. 2006 წელს ქნესეთის არჩევნების შემდეგ, „ავოდა“ ამირ პერეცის ხელმძღვანელობით გახდა სიდიდით მეორე ფრაქცია. ის მუშაობდა თავდაცვის მინისტრად ოლმერტის მთავრობაში.  თავდაცვის მინისტრის რანგში, იგი მონაწილეობდა ლიბანის მეორე ომში, რომელსაც ისრაელი აწარმოებდა ლიბანის შიიტური ორგანიზაცია ჰეზბოლას წინააღმდეგ.[6]

ვინოგრადის კომისიის დასკვნებმა, რომელმაც გამოიკვლია ხელმძღვანელობის საქმიანობა ომის დროს, ამირ პერეცი გამოავლინა, როგორც ამ ოპერაციის წარუმატებლობის ერთ -ერთი დამნაშავე. თუმცა, მოგვიანებით აღინიშნა მინისტრ პერეცის, როგორც „რკინის გუმბათის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნის იდეოლოგის მნიშვნელოვანი როლი. მას შემდეგ, რაც 2007 წლის 12 ივნისს ამირ პერეცი ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელის არჩევნებზე ეჰუდ ბარაკთან დამარცხდა, მან დატოვა თავდაცვის მინისტრის პოსტი.

შემდგომი საქმიანობა რედაქტირება

მე-18 მოწვევის ქნესეთში (2009—2012  წლებში) ამირ პერეცი გახლდათ  ლეიბორისტული პარტიის დეპუტატი[7]..[8] იგი ოპოზიციაში იყო პარტიის ლიდერ ეჰუდ ბარაკთან. ის და „ავოდას“ სამი სხვა დეპუტატი ეწინააღმდეგებოდნენ პარტიის იმ კოალიციაში ყოფნას, რომელსაც ლიკუდის პარტია მეთაურობდა, რამაც შემდგომში გამოიწვია განხეთქილება საპარლამენტო  ლეიბორისტულ ფრაქციაში. 2012 წლის ნოემბერში, ლეიბორისტული პარტიის პრაიმერში მან საარჩევნო სიაში მესამე ადგილი დაიკავა. თუმცა, 2012 წლის 6 დეკემბერს, მე -19 ქნესეთის არჩევნებამდე, მან განაცხადი გააკეთა ლეიბორისტული პარტიიდან გასვლის შესახებ და შეუერთდა ახლადშექმნილ მოძრაობას „ჰა-თნუა“, რომელსაც ხელმძღვანელობდა ციპი ლივნი პერეცის ადგილი ქნესეთში იორამ მარციანომ დაიკავა. 2013 წლის მარტში ამირ პერეცმა დაიკავა ისრაელის გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობა. ამ პოსტზე ის ცნობილი გახდა ისეთი საკამათო გადაწყვეტილებებით, როგორიცაა ცელოფნის უფასო  პაკეტების  აკრძალვა საცალო ვაჭრობაში. 2014 წლის 9 ნოემბერს მან თანამდებობა დატოვა მთავრობის ბიუჯეტური  გეგმების მიუღებლობის გამო. ამირ პერეცი ქნესეთში  აირჩიეს „სიონისტური ბანაკის“  კოალიციის სიით, იგი დაბრუნდა „ავოდაში“ 2015 წლის სექტემბერში. 2019 წლის ივლისში ის ხელახლა აირჩიეს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის პოსტზე.

პოლიტიკური შეხედულებები რედაქტირება

ამირ პერეცი საზოგადოების განვითარების სოციალურ-დემოკრატიული გზისა და სახელმწიფოს სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკის მომხრეა. იგი მხარს უჭერს მინიმალური ხელფასის გაზრდას, სავალდებულო პენსიების შემოღებას, შრომის კანონმდებლობის გაძლიერებას დასაქმებულის სასარგებლოდ, დამქირავებელთა ოფისების საქმიანობის შეზღუდვას, რომლებიც ხელს უწყობენ ხელფასების შემცირებას და მუშაკთა უფლებების დარღვევას. პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის სფეროში იგი ემხრობა სასწრაფოდ  საკითხის  მშვიდობიანად  გადაწყვეტას  და 1967 წელს ისრაელის მიერ წართმეული ტერიტორიების ოკუპაციის შეწყვეტას.[9] მისი აზრით, ის სახსრები, რომელსაც ისრაელი ხარჯავს დასახლებების შენარჩუნებაზე და ოკუპაციაზე, უფრო მიზანშეწონილია გამოყენებული იქნას ისრაელის საზოგადოების სოციალურად სუსტი ფენების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. პერეცის თქმით, ოკუპაცია პირველ რიგში არის "ამორალური ქმედება ... და ისრაელის საზოგადოებაში ძალადობის გაზრდის, მორალური დეგრადაციის და კორუფციის ერთ -ერთი მთავარი მიზეზი"[10]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Interview with Amir Peretz, now head of the Israel Labour Party
  2. Ailing Labor elects past chairman Amir Peretz to lead it through next election
  3. "Amir Peretz elected Labor party leader". Globes. 7 March 2019. Retrieved 3 July 2019.
  4. "Knesset Members". Knesset. Retrieved 30 January2013.
  5. Wootliff, Raoul (22 April 2020). "After staking mustache on not joining Netanyahu, Peretz defends doing so anyway". Times of Israel. Retrieved 22 April 2020.
  6. "Israel Labor Party: I will not vote in favour of annexation plan". 23 April 2020.
  7. Mualem, Mazal (24 March 2009). "Labor votes in favor of joining Netanyahu coalition". Haaretz. Retrieved 30 January 2013.
  8. Yossi Schwartz (15 November 2005). "General secretary of the Israeli unions becomes leader of the Israeli Labor Party". Marxist.com. Retrieved 6 April 2015.
  9. "Peretz: Talk to Hamas, free Barghouti". The Jerusalem Post. 3 May 2008. Retrieved 6 April 2015.
  10. Linda Grant (22 March 2006). "'We're tired of blood'". The Guardian. Retrieved 6 April 2015.