ამინატა ტურე

სენეგალის პრემიერ-მინისტრი

ამინატა ტურე (ფრანგ. Aminata Touré, დ. 12 ოქტომბერი, 1962, დაკარი, სენეგალი) — სენეგალელი პოლიტიკოსი, სენეგალის პრემიერ-მინისტრი 2013-2014 წლებში.[1] სენეგალის მეორე ქალი პრემიერ-მინისტრი მამე მადიორ ბოიეს (2001-2002 წწ.) შემდეგ. იუსტიციის მინისტრი 2012-2013 წლებში.

ამინატა ტურე
ამინატა ტურე
სენეგალის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 სექტემბერი, 2013 – 4 ივლისი, 2014
პრეზიდენტი  მაკი სალი
წინამორბედიაბდულ მბაიე
მემკვიდრემოჰამედ დიონე

დაბადებული12 ოქტომბერი, 1962 (1962-10-12) (61 წლის)
დაკარი, სენეგალი
პოლიტიკური პარტიაალიანსი რესპუბლიკისათვის
განათლებაბურგუნდიის უნივერსიტეტი,
ექს-მარსელის უნივერსიტეტი, მენეჯმენტის საერთაშორისო სკოლა

ბიოგრაფია რედაქტირება

ამინატა ტურე დაიბადა 1962 წლის 12 ოქტომბერს სენეგალის დედაქალაქ დაკარში. 2012 წელს პრეზიდენტმა მაკი სალმა შეიყვანა აბდულ მბაიეს მთავრობაში და დანიშნა იუსტიციის მინისტრად.[2] 2013 წლის 1 სექტემბერს პრეზიდენტმა დანიშნა პრემიერ-მინისტრად და ორ დღეში ჩამოაყალიბა მთავრობა.[3]

2014 წლის 4 ივლისს პრეზიდენტმა გადააყენა თანამდებობიდან, რადგან მმართველმა პარტიამ დაკარგა უმრავლესობა ადგილობრივ არჩევნებში.[4]

პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვებიდან სამი თვის შემდეგ ამინატა ტურე პრეზიდენტმა მაკი სალმა დანიშნა სპეციალურ წარმომადგენლად.[5]

სქოლიო რედაქტირება