ამიდასტურის ეკლესია

ამიდასტურის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სოფელ ქვემო ხოდაშნის ცენტრალურ ნაწილში,

ამიდასტურის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სოფელ ქვემო ხოდაშნის ცენტრალურ ნაწილში, სავარაუდოდ, თარიღდება VIII-IX საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია ნაგებია სხვადასხვა ზომის, რიყის ქვით კირით ხსნარზე. წყობა ქაოსურია, ტლანქი ჩანს გვიანდელი გადაკეთების კვალი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი ნალისებრთაღიანია. კარის ტავზე მცირე სიღრმის მქონე, ოთხკუთხა ნიშაა, აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდია, რომლის ცენტრში ერთმანეთს მიყუდებული, ორი ფილით გადახურული სარკმელია გაჭრილი სარკმლის ორივე მხარეს თითო, ოთხკუთხა ნიშაა. ქვემოთ კი, კედელზე, მიდგმულია რიყის ქვით ნაგები, ოთხწახნაგა ტრაპეზი. ერთი სარკმელი დასავლეთ კედელშიცაა. დარბაზი გადახურულია ქარგილზე სხმული, ნახევარცილინდრული კამარით. 2007 წელს სოფლის მაცხოვრებლებმა ეკლესიის გარეთა კედლების დიდი ნაწილი აღადგინეს და შენობა ღარისებრი კრამიტით გადახურეს.

ლიტერატურა რედაქტირება