ამე-ნო-უძუმე-ნო-მიკოტო (იაპონ. 天宇受売命) — განთიადის, ბედნიერებისა და სიხარულის შინტოისტური კამი, ქალღმერთი. ცნობილია მზის ქალღმერთ ამატერასუს ისტორიაში მთავარი როლით.

ამე-ნო-უძუმეს დაფა შინტოისტურ ტაძარში, ტაკაჩიჰო, იაპონია.

ამატერასუს ძმამ, ქარიშხლის ღმერთმა სუსანოომ, შებღალა მისი წმინდა შენობები და მოკლა ერთ-ერთი ქალწული, რადგან მის ნდობაზე უარი თქვა. ამატერასუს მისი რისხვის იმდენად შეეშინდა, რომ გამოქვაბულ ამე-ნო-ივატოში (იაპონ. 天の岩戸) დაიმალა. სამყარო უმზისშუქოდ ჩაბნელდა. ონები გამოვიდნენ ბნელ სამყაროში; ღმერთებს არ შეეძლოთ ამატერასუს გამოქვაბულიდან გამოყვანა.

ჭკვიანმა უძუმემ აიღო პატარა ნავი, გამოქვაბულის შესასვლელთან ამოაყირავა და მასზე დაიწყო ცეკვა. სხვა კამებიც უყურებდნენ და იფიქრეს, იმდენად სასაცილო იყო, რომ მხიარულად სიცილი დაიწყეს. ამატერასუმ გაიგო ხმები და გარეთ გამოიხედა სანახავად, თუ რატომ იცინოდნენ. როდესაც გამოქვაბული გააღო, უძუმეს მიერ ხეზე დადებულ სარკეში მისი მშვენიერი ანარეკლი დაინახა და ნელა გამოვიდა გამოქვაბულიდან. ამ დროს, კამი ამე-ნო-ტაჯიკარავომ (იაპონ. 天手力男命) მის უკან გამოქვაბული დაკეტა და ამატერასუს უკან შესვლა აღარ შეეძლო. სხვა კამიმ შესასვლელს ჯადოსნური თოკი შემოავლო. ამე-ნო-კოჲანემ (იაპონ. 天児屋根命) მზის ქალღმერთს თხოვა სხვა კამებს გაყოლოდა. ისიც დათანხმდა და დედამიწაზე კვლავ დაბრუნდა სინათლე.

უძუმეს დღესაც ცემენ თაყვანს. ამე-ნო-უძუმე ნიშნავს დიდ დამთანხმებელს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება