ალ-ვადიას ომი (1969)

ალ-ვადიას ომი
თარიღი 27 ნოემბერი6 დეკემბერი 1969
მდებარეობა ალ-ვადია, ქ. შარურის მახლობლად, საუდის არაბეთი
მხარეები
იემენის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი
მეთაურები
სალემ რუბაია ალი

მუჰამედ ალი ხაითამი

საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი ფეისალ იბნ აბდულ აზიზ ას-საუდი

საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი სულთან იბნ აბდულ აზიზ ას-საუდი

ძალები
30-ე ქვეითი ბრიგადა 130-ე ქვეითი ბრიგადა
დანაკარგები
35 დაღუპული (საუდის არაბეთის მონაცემები) 6 დაღუპული

ალ-ვადიას ომი1969 წლის შეიარაღებული კონფლიქტი საუდის არაბეთსა და იემენის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც იემენის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის ძალებმა დაიპყრეს ქალაქი ალ-ვადია საუდის არაბეთის საზღვარზე . კონფლიქტი დასრულდა 6 დეკემბერს, როდესაც საუდის არაბეთის ძალებმა აღადგინეს კონტროლი ალ-ვადიაზე.[1][2]

წინაისტორია რედაქტირება

ქალაქი ალ-ვადია მდებარეობდა სადავო საზღვრის გასწვრივ სამხრეთ იემენსა და საუდის არაბეთს შორის. 1954-1955 წლებში, უკვე იყო საუდის არაბეთსა და ბრიტანელებს შორის სადავო ტერიტორია.

ალ-ვადია ადრე იყო კუაიტის სასულთნოს —  სამხრეთ არაბეთის პროტექტორატის ნაწილი, რომელიც იემენის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში შევიდა რეგიონიდან ბრიტანეთის ჯარების გაყვანის შემდეგ. ამიტომ იემენის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკამ ქალაქი თავისი ტერიტორიის ნაწილად მიიჩნია. თუმცა, საუდის არაბეთის მთავრობამ ალ-ვადია საკუთარი ტერიტორიის ნაწილად განიხილა და იემენის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას საზღვარი სადავო იყო. გავრცელდა ინფორმაცია ქალაქის ირგვლივ ნავთობის საბადოებისა და წყლის რესურსების არსებობის შესახებ, რამაც დავის გამწვავება გამოიწვია.

იემენის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობები წარმოუდგენლად დაძაბული იყო, მეფე ფეისალი უკიდურესად მტრულად ეპყრობოდა მეზობელი ქვეყნის  მემარცხენე მთავრობას, რასაც იემენის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საპასუხო რეაქცია მოჰყვა, რომელიც გამოდიოდა სპარსეთის ყურის მონარქიების დამხობის მოწოდებით. საუდის არაბეთის მთავრობამ დააფინანსა და შეიარაღდა სამხრეთ იემენელი მეამბოხეები,  წაახალისა, რომ იერიშები გაეტარებინათ საზღვრის გასწვრივ სამხრეთ იემენში. იემენის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ 1969 წლის ნოემბერში  დაადანაშაულა საუდის არაბეთის მთავრობა  შემდგომი თავდასხმების დაგეგმვაში.[3]

კონფლიქტის მსვლელობა რედაქტირება

შეტევა იემენის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაზე რედაქტირება

1969 წლის ნოემბერში საუდელებმა გაიყვანეს გზა ალ-ვადიაში და ქალაქში  გარნიზონი განათავსეს. იემენის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკის მთავრობამ განაცხადა, რომ საუდის არაბეთმა დაიკავა ალ-ვადია,  მხარეში ნავთობის პოტენციურ მარაგებზე კონტროლის უზრუნველსაყოფად. საუდის არაბეთის მთავრობამ, თავის მხრივ, დაადანაშაულა იემენის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა ალ-ვადიას უკანონო დაკავებაში.

1969 წლის 27 ნოემბერს იემენის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკის არმიის რეგულარულმა ნაწილებმა ალ-ვადია დაიკავეს. იმ დროს რეგიონში განლაგებული საუდის არაბეთის არმია წარმოდგენილი იყო მხოლოდ მილიციელებით, რომლებსაც რამდენიმე თვითმფრინავი და არტილერია უჭერდა მხარს. იემენის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკის ძალების მცირე ნაწილმა დაიწყო წინსვლა ქალაქ შარურისკენ, მაგრამ შეაჩერეს.

იემენის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკის ჯარების წინსვლის შესახებ ინფორმირებულმა მეფე ფეისალმა  თავდაცვისა და ავიაციის მინისტრს — უფლისწულ სულთან იბნ აბდულაზიზს  კონტრშეტევა განეხორციელებინა. სულთანმა სამხრეთ რეგიონის ყველა ქვედანაყოფს დაავალა ორ დღეში დაებრუნებინათ კონტროლი ალ-ვადიაზე.[4]

საუდის არაბეთის კონტრშეტევა რედაქტირება

პირველი ეტაპი: საჰაერო დარტყმები რედაქტირება

კონფლიქტის პირველი ეტაპი ძირითადად შემოიფარგლებოდა საჰაერო ბრძოლებით, რომლებიც გაიმართა ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში. ამ პერიოდში ერაყი და იორდანია  მხარეებს კონფლიქტის დასრულებისკენ მოუწოდებდნენ.

საუდის არაბეთის საჰაერო ძალებმა ასევე განახორციელეს რიგი დაბომბვები. ბრძოლები გაგრძელდა ორი დღის განმავლობაში, საუდელები თავდაპირველად მოწინააღმდეგეთა ჯარისკაცებს უმიზნებდნენ, შემდეგ კი — იემენის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკის მეთაურების ნაწილს და მომარაგების ხაზებს.

მეორე ეტაპი: სახმელეთო შეტევა რედაქტირება

საუდის არაბეთმა მთავარი კონტრშეტევა  ორი მიმართულებით განახორციელა: საუდის არაბეთის ეროვნული გვარდიის ბატალიონი, სხვა დანაყოფებთან ერთად, იემენის პოზიციებზე დასავლეთიდან დაწინაურდა. მეორე ჯგუფი, რომელიც შედგებოდა გადასახლებული იემენელებისა და საუდელი მესაზღვრეებისგან, აღმოსავლეთიდან დაიძრა იემენელების წინააღმდეგ.

საუდის არაბეთის შეტევის შედეგად იემენის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკის ძალები ორ ჯგუფად დაიყო. კონტრშეტევამ ხელი შეუშალა იემენელებს ფრაქციების გაერთიანებაში. მეორე დღე ყველაზე რთული აღმოჩნდა: ბრძოლა საუდელებსა და იემენელებს შორის გამთენიისას დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. იემენის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკის ბრიგადის მეთაური ოპერაციაში დაიღუპა, რის შემდეგაც იემენის ძალებმა უკან დახევა დაიწყეს. საუდის არაბეთის ჯარები დაედევნენ მტერს, მაგრამ ბრძანების შემდეგ შეჩერდნენ ორი სახელმწიფოს საზღვარზე.

მესამე ფაზა რედაქტირება

შემდეგ საუდის არაბეთის ძალებმა ალ ვადიეში დაიწყეს იემენის სიმაგრეების გაწმენდა, რა დროსაც  ხელში ჩაიგდეს მტრის მიერ მიტოვებული აღჭურვილობა.

5 დეკემბერს საუდის არაბეთმა ქალაქი საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცია  და იგი  ჟურნალისტებისთვის  გახსნა. საუდის არაბეთის ჯარებმა განაცხადეს, რომ მოკლეს  იემენის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის 35 ჯარისკაცი და ასევე აღნიშნეს, რომ მეფეს რომ არ ებრძანებინა საზღვარზე შეჩერება,   დედაქალაქ ადენში შევიდოდნენ.  

შედეგები რედაქტირება

კონფლიქტის შემდეგ საუდის არაბეთის მთავრობამ რეგიონში სამხედრო ობიექტების მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროგრამა წამოიწყო , ასევე შემდგომში სამხედრო ძალები განალაგა შარურში და ალ-ვადიას მახლობლად დაძაბულობა გამწვავდა, განსაკუთრებით 1972 წლის ტრიპოლის შეთანხმების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ჩრდილოეთ და სამხრეთ იემენი გაერთიანდნენ ერთ სახელმწიფოდ, მიუხედავად საუდის არაბეთის პროტესტისა. 1973 წლის მარტში საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ იემენის ორი მიგი დაესხა თავს ალ-ვადიას, თუმცა იემენმა უარყო ინციდენტის არსებობა და განაცხადა, რომ საუდის არაბეთი სამხედრო ინტერვენციის საბაბს ეძებდა. 1977 წლის ნოემბერში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ხანმოკლე დათბობა მოხდა, მაგრამ ვითარება მალე დაიძაბა  და ელჩები ორივე ქვეყანამ გაიწვია. შეტაკებები დაფიქსირდა 1978 წლის იანვარში, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღიდან იემენისა და საუდის არაბეთის ჯარებს შორის საზღვარზე, მაგრამ ეს ფაქტი ოფიციალურად არ გახმაურებულა.

ალ-ვადიასა და მის შემოგარენზე უფლებების საკითხი საბოლოოდ გადაწყდა 2000 წელს საუდის არაბეთ-იემენის სასაზღვრო შეთანხმების შესაბამისად, რომლის მიხედვით ქალაქი საუდის არაბეთის შემადგენლობაში შედიოდა.[5][6]

სქოლიო რედაქტირება

  1. Nasser Abdulaziz Arfaj. Saudi Arabia's Maritime Policy, 1948-1978: A Study in the Law of the Sea as Applied by Developing Countries. Claremont Graduate School (1986). ციტირების თარიღი: 20 ივლისი 2021.
  2. "حرب وشهداء الوديعة 1969م » صحيفة الرأي الإلكترونية".(არაბ.)
  3. Halliday, Fred. Revolution and Foreign Policy: The Case of South Yemen, 1967-1987. — Cambridge University Press, 2002. — P. 160. — ISBN 9780521891646.
  4. What Accounts for Pakistan’s Troop Deployment to Saudi Arabia? YemenWatch. Pakistani combat pilots also flew RSAF English Electric Lightning supersonic fighter aircraft during the al-Wadiah War between Saudi Arabia and the People's Republic of South Yemen in 1969.
  5. Ikram ul-Majeed Sehgal. Defence Journal. University of Michigan (2006). ციტირების თარიღი 20 ივლისი 2021.
  6. Bidwell, Robin (1998). Dictionary Of Modern Arab History. Routledge. p. 437. ISBN 9780710305053.