ალფონსო IV თავმდაბალი (ესპ. Alfons el Benigne; დ. 1299 — გ. 24 იანვარი, 1336) — არაგონის მეფე 1327-1336 წლებში. ხაიმე II-სა და ბლანკა ანჟუელის ვაჟი. 1314 წელს იქორწინა ტერეზია ურგელზე, 1329 წელს ელეონორაზე, კასტილიის მეფის ფერდინანდ IVს ასულზე.

ალფონსო IV, მხატვრის წარმოსახვა

ვინაიდან ალფონსო ორჯერ იყო დაქორწინებული, მან გადაწყვიტა სამეფოს გაყოფა და ერთი ნაწილის გადაცემა თავისი ვაჟისთვის ელეონორასგან, ფერდინანდისთვის. ამ მიზნით მან შექმნა მარკიზატი ტორტოსუ, რომელშიც ვალენსიის ტერიტორიები შევიდა. ვალენსიელთა უკმაყოფილებამ იგი აიძულა გაეუქმებინა მარკიზატი, მაგრამ მან მაინც მისცა ელეონორას არაგონის ქალაქების ნაწილი, რამაც ამ უკანასკნელს დაეხმარა ალფონსოს უფროსი შვილის პედრო IVს წინააღმდეგ ეომა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Рыжов, K. (1999). Энциклопедия — Все монархи мира — Западная Европа. Вече, Москва. ISBN 5-7838-0374-X