ალუმინის კარბიდი — არაორგანული ნივთიერება ქიმიური ფორმულით . მის კრისტალებს აქვს ღია ყვითელიდან ყავისფერამდე შეფერილობა. სტაბილურია 1400 °C-მდე.

ალუმინის კარბიდი
ალუმინის კარბიდი: ქიმიური ფორმულა
ზოგადი
სისტემური სახელწოდებაალუმინის კარბიდი
ქიმიური ფორმულა
მოლური მასა143.95853 /მოლი
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე2.93 [1] /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა2,200 °C
სტრუქტურა
კრისტალური სტრუქტურა ჰექსაგონალური[1]

რეაქციები რედაქტირება

  • ალუმინის კარბიდი ჰიდროლიზდება მეთანის წარმოქმნით. რეაქცია ჩვეულებრივად მიმდინარეობს ოთახის ტემპერატურაზე, მაგრამ ტემპერატურის გაზრდით დაჩქარებულია რეაქციის სიჩქარე:
Al4C3 + 12 H2O → 4 Al(OH)3 + 3 CH4
  • მსგავსი რეაქცია, სადაც ალუმინის კარბიდი რეაქციაში შედის ქლორწყალბადთან მეთანის წარმოქმნით:[1]
Al4C3 + 12 HCl → 4 AlCl3 + 3 CH4

მიღება რედაქტირება

ალუმინის კარბიდი მიიღება ალუმინისა და ნახშირბადის ურთიერთქმედებით ელექტრულ რკალურ ღუმელში[2].

4 Al + 3 C → Al4C3
2 Al2O3 + 9 C → Al4C3 + 6 CO

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Mary Eagleson (1994). Concise encyclopedia chemistry. Walter de Gruyter, გვ. 52. ISBN 978-3-11-011451-5. 
  2. Greenwood, Norman N.; Earnshaw, Alan (1997). Chemistry of the Elements, 2nd, Butterworth-Heinemann, გვ. 297. ISBN 0-08-037941-9.