ალუქსნეს მხარე

(გადამისამართდა გვერდიდან ალუკსნეს მხარე)

ალუქსნეს მხარე (ლატვ. Alūksnes novads) — ლატვიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ვიძემეს რეგიონში. მხარე მოიცავს 15 თემსა და ქალაქ ალუქსნეს, რომელიც არის ადმინისტრაციული ცენტრი.

მხარე
ალუქსნეს მხარე
Alūksnes novads
დროშა გერბი

ქვეყანა ლატვიის დროშა ლატვია
ადმ. ცენტრი ალუქსნე
კოორდინატები 57°20′00″ ჩ. გ. 27°10′00″ ა. გ. / 57.33333° ჩ. გ. 27.16667° ა. გ. / 57.33333; 27.16667
დაარსდა 2009
ფართობი 1699,8 კმ²
მოსახლეობა 19 358 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 11,39 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი აღმოსავლეთ ევროპული დრო და აღმოსავლეთ ევროპის ზაფხულის დრო
ოფიციალური საიტი aluksne.lv
ალუქსნეს მხარე — ლატვია
ალუქსნეს მხარე

მხარე დაარსდა 2009 წლის 1 ივლისს, ლატვიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმის დასრულებისას ალუქსნეს რაიონის უდიდესი ნაწილისაგან, ხოლო დარჩენილი მცირე ნაწილით შეიქმნა აპეს მხარე.

ეროვნული შემადგენლობა რედაქტირება

ალუქსნეს მხარის ეროვნული შემადგენლობა 2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ასე გამოიყურება[1]:

ეროვნება რაოდენობა %
ლატვიელები 15826 81,75 %
რუსები 2738 14,14 %
უკრაინელები 245 1,27 %
სხვა 549 2,84 %

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Численность жителей в самоуправлениях по национальному составу на 01.01.2010. Управление по делам гражданства и миграции (2010-01-23). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-06. ციტირების თარიღი: 2010-05-16.