ალრე (დან. Alrø) — დანიის კუნძული ჰორსენს-ფიორდში, იუტლანდიის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაპირთან, ოდერის მუნიციპალიტეტში. ფართობი 7,5 კმ²-ია, სიგრძე 7 კმ, სიგანე 4 კმ, მოსახლეობა კი 2010 წლის მონაცემებით 160 ადამიანს შეადგენს.[1] კუნძული კონტინენტურ ნაწილთან დამბის საშუალებითაა დაკავშირებული.

ალრე
მშობ. სახელი: Alrø

ალრეს ეკლესია
გეოგრაფია
მდებარეობა ჰორსენს-ფიორდი
კოორდინატები 55°51′ ჩ. გ. 10°03′ ა. გ. / 55.850° ჩ. გ. 10.050° ა. გ. / 55.850; 10.050
ფართობი 7,5 კმ²
სიგრძე 7 კმ
სიგანე 4 კმ
დანიის დროშა დანია
დემოგრაფია
მოსახლეობა 160 (2010)

ალრე დასახლებულია ჯერ კიდევ ქვის ხანიდან. რომანული სტილის მცირე ეკლესია XIV საუკუნეს მიეკუთვნება.[2]

სქოლიო რედაქტირება

  1. "Danmarks Statistik." Retrieved 11 June 2010.
  2. "Alrø island" დაარქივებული 2012-03-07 საიტზე Wayback Machine. , VisitHorsens.dk. Retrieved 14 June 2010.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ალრე&oldid=4111012“-დან