ალპური გარეთხა

(გადამისამართდა გვერდიდან ალპური თხა)

ალპური გარეთხა (ლათ. Capra ibex) — წყვილჩლიქოსანი ცხოველი ჯიხვისებრთა ოჯახისა. გვხვდება ალპებში. საშუალოდ სხეულის სიგრძეა 150 სმ, დედალი საშუალოდ იწონის 40 კგ-ს, ხოლო მამალი 100 კგ-მდე აღწევს. ვაცებს აქვთ წინ წამოჭრილი 1 მეტრის სიგრძის რქები, ხოლო მდედრებს მოკლე რქები აქვთ. ზაფხულში ვაცის შეფერილობა მოყავისფროა, ხოლო მდედრისა — ოქროსფერი ან მოწითალო. ზამთრის პერიოდში ორივე სქესის წარმომადგენლის შეფერილობა მონაცისფროა.

ალპური გარეთხა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  წყვილჩლიქოსნები
ოჯახი:  ძროხისებრნი
გვარი:  მთის თხები
სახეობა:  თხა
ლათინური სახელი
Capra ibex
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 42397
გავრცელება

გავრცელებულია ალპებში ტყისა და ყინულის საზღვარს შორის. ადის ზღვის დონიდან 3500 მ-მდე. ზამთარში ჩვეულებრივ, შედარებით დაბლა ჩამოდიან, ღამეს მაღლა მთებში ატარებენ. ალპური თხის ტიპური ჯოგი შედგება 10 ან 20 სულისაგან. 1922 წელს იტალიაში შეიქმნა გრან-პარადიზოს ეროვნული პარკი, რომელიც ახდენს ალპური თხის დაცვას.

XIX საუკუნეში უწესრიგო ნადირობის შედეგად ალპური გარეთხა მხოლოდ გრან-პარადიზოს რაიონში შემორჩა. იმ დროისთვის დაახლოებით 60-მდე სახეობა გადარჩა.[1] ალპური გარეთხა ინტენსიური სპორტული ნადირობის ობიექტი იყო; მისგან სხვადასხვა სახის თილისმებს ამზადებდნენ. ამჟამად ალპური გარეთხა გვხვდება იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში, ავსტრიასა და სლოვენიაში.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Nowak, Ronald M. (1999). Walker's Mammals of the World. JHU Press, გვ. 1224. ISBN 0-8018-5789-9.