ალპური აპოლონი (ლათ. Parnassius phoebus) — დღის პეპელა აფროსნისებრთა ოჯახისა. წინა ფრთების სიგრძე 25-40 მმ. ფრთების შლილი 50-60 მმ. გარეგნულად წააგავს აპოლონს, თუმცა ამ უკანასკნელისაგან განსხვავდება შედარებით პატარა ზომითა და განსხვავებული ფრთების შეფერილობით. აქვს მოთეთრო-მოშავო ულვაშები. მუხლუხის სიგრძე 48 მმ-ია. გავრცელებულია ალპებში, ზღვის დონიდან 1600-2800 მ სიმაღლეზე. გარდა ამისა, რეგისტრირებულია ურალში, ციმბირში, მონღოლეთში, ჩინეთში, აშშ-ში, კანადაში.

ალპური აპოლონი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ქერცლფრთიანები
ოჯახი:  აფროსნისებრნი
გვარი:  აპოლონი
სახეობა:  ალპური აპოლონი
ლათინური სახელი
Parnassius phoebus (Fabricius, 1793)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება