ალმა-ათის ივერია-სერაფიმოვის მონასტერი

ალმა-ათის ივერია-სერაფიმოვის მონასტერი (რუს. Иверско-Серафимовский монастырь) — მართლმადიდებლური დედათა მონასტერი ალმა-ათაში.

ალმა-ათის ივერია-სერაფიმოვის მონასტერი
ალმა-ათის ივერია-სერაფიმოვის მონასტერი — ყაზახეთი
ალმა-ათის ივერია-სერაფიმოვის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 43°15′31″ ჩ. გ. 76°57′12″ ა. გ. / 43.25861° ჩ. გ. 76.95333° ა. გ. / 43.25861; 76.95333
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: ყაზახეთი ყაზახეთი
ადგილმდებარეობა ალმა-ათა
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1908

ისტორია რედაქტირება

პირველი მონაზვნური საზოგადოება დააარსა 1907 წელს მთავარეპისკოპოსმა დიმიტრი აბაშიძემ. მონასტერს გადაეცა მიწის დიდი ნაკვეთი მიმდებარე სასაფლაოთი, სადაც მდებარეობდა სოფიას ტაძარი.

შენობა ააგეს 1908 წელს ი. ი. პოროშინისა და მხატვარ-არქიტექტორ ს. კ. ტროპარევსკის პროექტის მიხედვით. ამავდროულად დაიწყო მონასტრის კორპუსების მშენებლობა. სახელწოდება მიიღო ივერიის ღვთისმშობლის ხატის მიხედვით (ივერია იყო საქართველოს ძველი სახელწოდება), რომელიც აქ მოაბრძანა მთავარეპისკოპოსმა დიმიტრი აბაშიძემ. სახელი ასევე ეწოდა სერაფიმ საროველის პატივისცემის ნიშნად. ივერიის ხატი ამ პერიოდისათვის ითვლებოდა მხარის მფარველად[1].

1921 წელს მონასტერი დახურეს. ნაგებობები საბოლოოდ XX საუკუნის 80-იან წლებში დაინგრა[2].

2004 წელს მიირეს გადაწყვეტილება მონასტრის აღდგენის შესახებ და 2008 წელს იგი გაიხსნა. მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობს მატრონა მოსკოველისა და სერაფიმ საროველის სახელობის სამლოცველოები[3].

2011 წელს მონასტერს გადასცეს წმინდანების, პისტის, ელპიდის, აღაპისა და მათი დედის სოფიას ნეშტი სანქტ-პეტერბურგის კონსტანტინესა და ელენეს სახელობის მონასტრიდან[4].

2017 წლის მონაცემებით მონასტერში ცხოვრობს 25 მონაზონი, რომელთაგან შვიდი სქემმონაზონია[5].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება