ალკენი — უჯერი ნახშირწყალბადი, რომელიც ერთ ორმაგ ბმას შეიცავს ორ ნახშირბადს შორის. ალკენების ზოგადი ფორმულაა CnH2n. ჰიბრიდიზაციის ტიპია sp². ჰომოლოგიური რიგის პირველი წარმომადგენელია ეთილენი (C2H4). ალკენებს ახასიათებთ ჩონჩხის, ორმაგი ბმის მდებარეობის და გეომეტრიული(ცის–ტრანს) იზომერია. მაგალითად, ბუტენს(C4H8) აქვს ორი იზომერი ბუტენ-1 და იზობუტენი, ალკენებისთვის დამახასიათებელია ცის და ტრანს იზომერია. ალკენები შეიცავენ მარტივ C-C ბმებს და ერთ ორმაგ C=C ბმას. ორმაგი ბმიდან ერთი "სიგმა" ბმაა, ერთი კი "პი "ბმა. ნახშირბადის ატომებს შორის მანძილი არის 0,134 ნმ, სავალენტო კუთხე — 120°.

ეთილენის 3D მოდელი

ფიზიკური თვისებები რედაქტირება

ალკენები უფერული ნივთიერებებია[1]. ჰომოლოგიური რიგის პირველი სამი წევრი აირია, C16H32–მდე სითხეები, უმაღლესი წევრები – მყარი ნივთიერებები. აირად და მყარ ალკენებს სუნი არ აქვთ, ხოლო თხევადს აქვს ნავთის სუნი. ალკენების დუღილის ტემპერატურა შესაბამისი ალკანების დუღილის ტემპერატურაზე მაღალია.

ალკენების მიღება რედაქტირება

არსებობს ალკენების მიღების სხვადასხვა ხერხი, მაგალითად:

  • ალკანების დეჰიდრირება — დეჰიდრირება მიმდინარეობს 300℃-ზე კატალიზატორად გამოყენებულა ქრომის ოქსიდი:
 
  • სპირტების დეჰიდრატაია — სპირტების დეჰიდრატაციისას წყალწამრთმევ საშუალებად გამოიყენება ალუმინის ოქსიდი ( ). ალკენის მიღება ხდება სინჯარაში სპირტის და ოქსიდის გაცხელებით, მაგრამ აუცილებელია ალუმინის ოქსიდი არ ეხებოდეს სპირტს:
 
  • შიგამოლეკულური დეჰიდრატაციით ალკენის მიღება ასევე შესაძლებელია კონცენტრირებული გოგირდმჟავას თანაობიასას 170℃-ზე.
  • ჰალოგენნაწარმის დეჰიდროჰალოგენირება — რეაქცია მიმდინარეობს ფხვიერი კალიუმის ტუტის თანაობისას
 
  • დიჰალოგენნაწარმების დეჰალოგენირება — რეაქცია მიმდინარეობს თუთიის ფხვნილის მეშვეობით. აუცილებელია ჰალოგნის ატომები განთავსებულნი იყვნენ სხვადასხვა ნახშირბად ატომზე.
 

ნომენკლატურა რედაქტირება

ალკენების კლასის პირველი ათი წარმომადგენელი:

ეთენი (ეთილენი) პროპენი ბუტენი პენტენი ჰექსენი ჰეპტენი ოქტენი ნონენი დეკენი
C2H4 C3H6 C4H8 C5H10 C6H12 C7H14 C8H16 C9H18 C10H20

ქიმიური თვისებები რედაქტირება

ალკენებს ახასიათებთ მიერთების რეაქცია:

  • ჰიდრირება ანუ წყალბადის მიერთება:
CH2=CH2 + H2 → CH3–CH3
  • ჰიდრატაცია ანუ წყლის მიერთება:
CH2=CH2 + H2O → CH3–CH2OH
CH2=CH2 + Br2 → BrCH2–CH2Br
  • ჰიდროჰალოგენირება ჰალოგენწყალბადმჟავის მიერთება:
CH3–CH=CH2 + HI → CH3–CHICH2H

მარკოვნიკოვის წესის თანახმად ჰიდროჰალოგენირების დროს წყალბადი მიუერთდება ნახშირბადატომს, რომელიც უფრო მეტ წყალბადთან არის დაკავშირებული.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • საყმაწვილო ენციკლოპედია: ქიმია, თბ., 2006.

სქოლიო რედაქტირება

  1. საყმაწვილო ენციკლოპედია: ქიმია, გვ. 148