ალიუტორები

კორიაკების ეთნოგრაფიული ჯგუფი

ალიუტორები (თვითდასახელება — элутэлг’у) — კორიაკების ეთნოგრაფიული ჯგუფი; ზოგიერთი მკვლევარი გამოჰყოფს როგორც ცალკე ხალხს. 2010 წლის შეფასებით რუსეთში ცხოვრობდა 1 ალიუტორი, თუმცა 2010 წლის სრულიად რუსეთის მოსახლეობის აღწერაში შესული არ არის. ბოლო პერიოდში ძირითადად ცხოვრობდნენ ჩრდილო-აღმოსავლეთ კამჩატკის სანაპიროზე კორფის ყურიდან სოფელ ტიმლატამდე, მანამდე — მდინარე ხაილჟის შუა წელზეც; 1980-იან წლებამდე აგრეთვე ცხოვრობდნენ ჩრდილო-დასავლეთ კამჩატკის სოფელ რეკინიკში. რუსულ წყაროებში ცნობილია XVIII საუკუნის დასაწყისიდან. ნაწილი ლაპარაკობდა ალიუტორულ ენაზე, დანარჩენები — კორეაკულად ან რუსულად. შემორჩენილი იყო ტრადიციული კულტი, იყვნენ მართლმადიდებლებიც.

ლიტერატურა რედაქტირება