ალისფერი ჯადოქარი

ალისფერი ჯადოქარი (ინგლ. Scarlet Witch), ნამდვილი სახელი ვანდა მაქსიმოფი — გამოგონილი პერსონაჟი, რომელიც ცნობილია Marvel Comics-ის მიერ გამოცემული კომიქსის წიგნებიდან. პირველად გამოჩნდა შემზარავი იქს-ადამიანების მე-4 ნომერში (1964 წლის მარტი). შექმნილია სტენ ლისა და ჯეკ კირბის მიერ.

ალისფერი ჯადოქარი
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი Marvel Comics
პირველი გამოჩენა Uncanny X-Men #4 (1964 წლის მარტი)
ავტორ(ებ)ი სტენ ლი, ჯეკ კირბი
დახასიათება
ალტერ ეგო ვანდა მაქსიმოფი
სახეობა ადამიანი-მუტანტი
მოკავშირეები ბოროტი მუტანტების საძმო
შურისმაძიებლები
განმათავისუფლებელი ქალბატონები
დასავლეთ სანაპიროს შურისმაძიებლები
მცველები
საიდუმლო მცველები
Force Works
შესაძლებლობა რეალობის მსხვრევა

პერსონაჟი ჩნდება ანიმაციურ ფილმებში, სატელევიზიო სერიალებში, არკადულ და ვიდეოთამაშებში, ისევე როგორც მარველთან დაკავშირებულ სხვა პროექტებში. ვანდა მაქსიმოფი / ალისფერი ჯადოქარი, რომელსაც Marvel-ის კინოსამყაროში ელიზაბეტ ოლსენი ასახავს გვხვდება შემდეგ ფილმებში: კაპიტანი ამერიკა: ზამთრის ჯარისკაცი (2014), შურისმაძიებლები: ულტრონის ეპოქა (2015), კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი (2016), შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი (2018) და შურისმაძიებლები: დასასრული. (2019). ელიზაბეტ ოლსენი ასევე ასრულებს ალისფერი ჯადოქრის როლს Disney+-ის სერიალში ვანდავიჟენი (2021) და დოქტორი სტრეინჯის ახალ ფილმში (2022).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება