ალვარო ოდრიოსოლა არალუსი (დ. 14 დეკემბერი, 1995) — ესპანელი ფეხბურთელი. მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მოთამაშე. თამაშობს მარჯვენა მცველის პოზიციაზე. კარიერა „რეალ სოსიედადის“ მეორე გუნდში, 2013 წელს დაიწყო. 4 წელიწადში იგი ძირითად გუნდში დააწინაურეს სადაც ერთი სეზონი ითამაშა. 2018 წელს მადრიდის „რეალმა“ 30 მილიონ ევროდ შეიძინა. 2020 წელს ნახევარი სეზონით იჯარით გერმანულ „ბაიერნში“ თამაშობდა. 2019-2020 წლების სეზონში მან ორი გუნდის მაისურით ხუთი ტიტული მოიპოვა.

ალვარო ოდრიოსოლა
ოდრიოსოლა 2018 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ალვარო ოდრიოსოლა არალუსი
დაბადების
თარიღი
14 დეკემბერი, 1995 (1995-12-14) (28 წლის)
დაბადების
ადგილი
სან-სებასტიანი, ესპანეთი
სიმაღლე 176 სმ
სათამაშო
პოზიცია
მარჯვენა მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
რეალ მადრიდი
ნომერი 19
ახალგაზრდული კარიერა
მარიანისტასი
2006–2014 რეალ სოსიედადი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2013–2017 რეალ სოსიედადი B 86 (3)
2017–2018 რეალ სოსიედადი 50 (0)
2018– რეალ მადრიდი 31 (2)
2020   ბაიერნი 3 (0)
ეროვნული ნაკრები
2017 ესპანეთის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები 3 (0)
2017– ესპანეთი 4 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ტიტულები რედაქტირება

რეალ მადრიდი

ბაიერნი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Álvaro Odriozola.
  2. Real Madrid win the Supercopa from the spot (12 January 2020). ციტირების თარიღი: 12 January 2020.
  3. Rodríguez, José María (22 December 2018). „El Madrid agranda su leyenda“ [Madrid largen their legend]. Marca (ესპანური). ციტირების თარიღი: 22 December 2018.
  4. Bayern Munich secure eighth successive Bundesliga title with win at Werder Bremen (16 June 2020). ციტირების თარიღი: 16 June 2020