ალექსანდრ ელიოტ ანდერსონ სალმონდი (ინგლ. Alex Salmond; დ. 31 დეკემბერი, 1954) — შოტლანდიელი პოლიტიკოსი. 2021 წლიდან პარტია „ალბას“ ლიდერი. შოტლანდიის პირველი მინისტრი 2007-2014 წლებში. 20 წლის მანძილზე იყო შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ლიდერი, თანამდებობას იკავებდა 1990-2000, 2004-2014 წლებში. 1987-2010 და 2015-2017 წლებში იყო დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი. 1987-1990 წლებში შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ლიდერის მოადგილე. შოტლანდიის პარლამენტის წევრი 1999-2001 და 2007-2016 წლებში.

ალექს სალმონდი
ინგლ. Alex Salmond
დაბადების თარიღი 31 დეკემბერი, 1954(1954-12-31)[1] [2] (69 წლის)
დაბადების ადგილი ლინლითგოუ[3]
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
განათლება სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტი და ლინლითგოუს აკადემია
დედა Mary Stewart Salmond
alexsalmond.scot

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება