ალექს როდრიგო დიას და კოსტა

ალექს როდრიგო დიას და კოსტა (პორტ. Alex Rodrigo Dias da Costa; დ. 17 ივნისი, 1982; ნიტეროი, ბრაზილია), ცნობილი, როგორც ალექსიბრაზილიელი ფეხბურთელი, თამაშობდა ცენტრალური მცველის პოზიციაზე. გამოირჩეოდა გოლების გატანის უნარით, ძლიერი დარტყმით და ფიზიკური სიძლიერით.

ალექსი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ალექს როდრიგო დიას და კოსტა
დაბადების
თარიღი
17 ივნისი, 1982
დაბადების
ადგილი
ნიტეროი, ბრაზილია
სიმაღლე 188 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
ახალგაზრდული კარიერა
2000 ჟუვენტუსი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2002–2004 სანტოსი 57 (12)
2004–2012 ჩელსი 86 (7)
2004–2007   პსვ 84 (11)
2012–2014 პსჟ 70 (6)
2014–2016 მილანი 46 (4)
ეროვნული ნაკრები
2003–2004 ბრაზილია 23 13 (2)
2002–2008 ბრაზილია 17 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

2004 წელს იყიდა პრემიერ ლიგის კლუბმა ლონდონის „ჩელსიმ“. შემდეგ განათხოვრებულ იქნა ნიდერლანდების კლუბ „პსვ-ში“, სადაც ერედივიზია სამჯერ მოიგო კლუბთან ერთად. ნიდერლანდებში გატარებული სამი წარმატებული სეზონის შემდეგ ის დაბრუნდა „ჩელსიში“ 2007 წელს.[1]

საკლუბო კარიერა რედაქტირება

სანტოსი რედაქტირება

ალექსმა კარიერა დაიწყო „სანტოსში“, ბრაზილიაში. პირველ გუნდში მისი დებიუტი შედგა 2002 წელს და მას შემდეგ ის გახდა კლუბის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი. მისი დებიუტი შედგა „ფლუმინენსესთან“ ფრედ, 1-1 დასრულებულ მატჩში. იმ წელს „სანტოსმა“ მოიგო ჩემპიონატი, პირველად 1968 წლის შემდეგ.

ალექსი, დიეგო და რობინიო მიჩნეულნი არიან, როგორც ყველაზე ცნობილი გუნდი, რომელსაც უთამაშია „სანტოსში“.

2004 წელს ალექსმა კონტრაქტი გააფორმა ინგლისურ კლუბ „ჩელსისთან“, მაგრამ პრობლემები შეექმნა სამუშაო ვიზასთან დაკავშირებით და გაანათხოვრეს ნიდერლანდების „პსვ ეინდჰოვენში“.[2]

პსვ (იჯარით) რედაქტირება

 
ალექსი ფილიპ კოკუსთან (უკან) „პსვ ეინდჰოვენში“.

ალექსი „პსვ ეინდჰოვენში“ გადავიდა სამწლიანი იჯარით. კლუბში ის ასპარეზობდა 4 ნომრიანი მაისურით. „პსვ ეინდჰოვენში“ ასპარეზობისას მას მეტსახელად შეარქვეს „ტანკი“, თავისუფალი დარტყმების კარგად შესრულების და ფიზიკური ძალის გამო.[3]

ალექსი კლუბს შეუერთდა 2004-2005 წლების სეზონში და დაეხმარა კლუბს დუბლის შესრულებაში — მათ მოიგეს ერედივიზიაც და თასიც. იმ სეზონში ალექსმა ითამაშა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „მილანთან“ 3-1 მოგებულ მატჩში (სან-სიროზე „მილანმა“ 2-0 გაიმარჯვა).

მან მომდევნო ორ სეზონში კვლავ მოიგო კლუბთან ერთად ქვეყნის ჩემპიონატი.

ჩელსი რედაქტირება

ჰოლანდიურ გაზეთ „ტელეეგრაფთან“ ინტერვიუში ალექსმა განაცხადა, რომ „ჩელსი“ აგვარებდა სამუშაო ვიზის პრობლემას და დიდი შანსი იყო, რომ მომავალ სეზონში ის გადასულიყო ლონდონურ კლუბში.[4] მოგვიანებით ალექსმა დაადასტურა, რომ „ჩელსიმ“ საბოლოოდ მოაგვარა ვიზის პრობლემა და ის შეუერთდებოდა კლუბს.

მას ინგლისში მუშაობის ნებართვა დართეს 2007 წლის 2 აგვისტოს. მან „ჩელსისთან“ გააფორმა სამწლიანი კონტრაქტი.

 
ალექსი თამაშობს „ჩელსიში“

14 აგვისტოს ის წარუდგინეს მედიას და გადაეცა 33 ნომრიანი მაისური. მისი დებიუტი კლუბის შემადგენლობაში შედგა 19 აგვისტოს, როცა შეცვლაზე შევიდა ფლორან მალუდას ნაცვლად „ლივერპულთან“ 85-ე წუთზე. ის მატჩი დასრულდა ფრედ, 1-1.

ალექსმა „ჩელსის“ მაისურით პირველი გოლი გაიტანა 2007 წლის 22 ოქტომბერს, „მიდლსბროსთან“ 30 იარდის მანძილიდან თავისუფალი დარტყმით. მან ასევე თავისუფალი დარტყმით გაიტანა 2007 წლის 28 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე ნორვეგიულ „რუსენბორგთან“ მატჩში.[5]

პარი სენ-ჟერმენი რედაქტირება

2012 წლის 27 იანვარს ალექსი შეუერთდა „პარი სენ-ჟერმენს“ 4,2 მილიონი ევროს სანაცვლოდ.[6] მან ფრანგულ კლუბში გადასვლის მიზეზად დაასახელა ის, რომ „ჩელსის“ მწვრთნელი ანდრე ვილას-ბოაში არ აძლევდა მას საკმარის სათამაშო დროს.[7]

ალექსს გადაეცა 13 ნომრიანი მაისური, რომელიც თავისუფალი იყო სემი ტრაორეს წასვლის შემდეგ.

ალექსის დებიუტი „პარი სენ-ჟერმენში“ შედგა 2012 წლის 12 თებერვალს „ნიცასთან“ ფრედ, 0-0 დასრულებულ მატჩში. შემდეგ კვირას, 19 თებერვალს მან გაიტანა პირველი გოლი 30 იარდიდან თავისუფალი სიტუაციის გათამაშების შემდეგ „მონპელიესთან“ მატჩში.

მილანი რედაქტირება

2014 წლის 5 ივნისს ალექსი გადავიდა მილანში თავისუფალი აგენტის სტატუსით, „პარი სენ-ჟერმენში“ კონტრაქტის აოწურვის შემდეგ. მან მოირგო 33 ნომრიანი მაისური. მისი დებიუტი მილანში შედგა სეზონის დასაწყისში 31 აგვისტოს ლაციოს წინააღმდეგ. ალექსა პირველი გოლი მილანის მაისურით გაიტანა 2015 წლის 17 მაისს სასუოლოსთან 3:2 წაგებულ მატჩში.

სანაკრებო კარიერა რედაქტირება

ალექსის დებიუტი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში შედგა 2003 წლის 17 ივლისს მექსიკასთან მატჩში კონკაკაფის ოქროს თასზე.

ალექსი არ გამოიძახეს 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. თუმცა, ახალი მწვრთნელის, დუნგას მოსვლის შემდეგ ის გახდა ნაკრების წევრი. ის ნაკრების შემადგენლობაში იყო 2007 წლის კოპა ამერიკის გათამაშებაზე, სადაც მონაწილეობა მიიღო არგენტინის ნაკრებთან 3-0 მოგებულ ფინალურ მატჩში. მან გამოტოვა 2009 წლის ფიფა-ს კონფედერაციის თასი ტრავმების გამო.

კარიერის სტატისტიკა რედაქტირება

საკლუბო კარიერის სტატისტიკა რედაქტირება

კლუბი ქვეყანა ჩემპიონატი სეზონი ჩემპიონატი ინგლისის თასი ლიგის თასი ევროთასები სხვა[8] ჯამში
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
სანტოსი   ბრაზილია ბრაზილიის ჩემპიონატი 2002 19 3 19 3
სანტოსი   ბრაზილია ბრაზილიის ჩემპიონატი 2003 34 9 34 9
სანტოსი   ბრაზილია ბრაზილიის ჩემპიონატი 2004 4 0 4 0
პსვ   ნიდერლანდები ერედივიზია 2004-05 27 3 13 2 40 5
პსვ   ნიდერლანდები ერედივიზია 2005-06 28 2 7 0 35 2
პსვ   ნიდერლანდები ერედივიზია 2006-07 29 6 2 1 8 2 39 9
ჩელსი   ინგლისი პრემიერ ლიგა 2007–08 28 2 2 0 3 0 6 1 0 0 39 3
ჩელსი   ინგლისი პრემიერ ლიგა 2008–09 24 2 6 1 2 0 9 1 0 0 41 4
ჩელსი   ინგლისი პრემიერ ლიგა 2009-10 16 1 6 0 1 0 2 0 1 0 26 1
ჩელსი   ინგლისი პრემიერ ლიგა 2010-11 15 2 0 0 1 0 4 0 0 0 20 2
ჩელსი   ინგლისი პრემიერ ლიგა 2011-12 3 0 0 0 3 0 3 0 0 0 9 0
პარი სენ-ჟერმენი   საფრანგეთი ლიგა 1 2011-12 23 2 0 0 1 0 4 3 0 0 27 4

სანაკრებო კარიერა რედაქტირება

განახლდა: 1 აპრილი 2009.[9][10][11][12][13][14]
ეროვნული ნაკრები კლუბი სეზონი მატჩი გოლი
ბრაზილია სანტოსი 2003 5 0
2004 0 0
პსვ 2004–2005 0 0
2005–2006 0 0
2006–2007 9 0
ჩელსი 2007–2008 3 0
2008–2011 0 0
პარი სენ-ჟერმენი 2012 0 0
ჯამში 17 0
სანაკრებო მატჩები და გოლები
# თარიღი ადგილი მეტოქე შედეგი გოლი გათამაშება
2003
1. 13 ივლისი 2003 მეხიკო, მექსიკა   მექსიკა 0–1 0 კონკაკაფის ოქროს თასი 2003 (ბრაზილია U23)
2. 16 ივლისი 2003 მეხიკო, მექსიკა   ჰონდურასი 2–1 0 კონკაკაფის ოქროს თასი 2003 (ბრაზილია U23)
3. 19 ივლისი 2003 მაიამი, აშშ   კოლუმბია 2–0 0 კონკაკაფის ოქროს თასი 2003 (ბრაზილია U23)
4. 23 ივლისი 2003 მაიამი, აშშ   აშშ 2–1 0 კონკაკაფის ოქროს თასი 2003 (ბრაზილია U23)
5. 27 ივლისი 2003 მეხიკო, მექსიკა   მექსიკა 0–1 0 კონკაკაფის ოქროს თასი 2003 (ბრაზილია U23)
15 ნოემბერი 2003 სან-პაულუ, ბრაზილია   კორინთიანსი 2–0 0 ამხანაგური (ბრაზილია U23)
18 ნოემბერი 2003 სანტოსი, ბრაზილია   Santos 3–1 0 არაოფიციალური ამხანაგური (ბრაზილია U23)
2004
7 იანვარი 2004 კონსეფსიონი, ჩილე   ვენესუელა 4–0 0 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ეტაპი (ბრაზილია U23)
9 იანვარი 2004 კონსეფსიონი, ჩილე   პარაგვაი 3–0 0 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ეტაპი (ბრაზილია U23)
11 იანვარი 2004 კონსეფსიონი, ჩილე   ურუგვაი 1–1 0
15 იანვარი 2004 კონსეფსიონი, ჩილე   ჩილე 1–1 1 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ეტაპი (ბრაზილია U23)
18 იანვარი 2004 ვალპარაისო, ჩილე   კოლუმბია 3–0 1 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ეტაპი (ბრაზილია U23)
21 იანვარი 2004 ვალპარაისო, ჩილე   არგენტინა 0–1 0 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ეტაპი (ბრაზილია U23)
23 იანვარი 2004 ვინია დელ-მარი, ჩილე   ჩილე 3–1 0 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ეტაპი (ბრაზილია U23)
25 იანვარი 2004 ვინია დელ-მარი, ჩილე   პარაგვაი 0–2 0 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ეტაპი (ბრაზილია U23)
2005–2006
6 სექტემბერი 2005 სევილია, ესპანეთი   სევილია 1–1 0 არაოფიციალური ამხანაგური
2006–2007
6. 16 აგვისტო 2006 ოსლო, ნორვეგია   ნორვეგია 1–1 0 ამხანაგური
7. 5 სექტემბერი 2006 ლონდონი, ინგლისი   უელსი 2–0 0 ამხანაგური
7 ოქტომბერი 2006 ქუვეით სიტი, ქუვეითი   ალ-ქუვეით კაიფანი 4–0 0 არაოფიციალური ამხანაგური
8. 5 ივნისი 2007 დორტმუნდი, გერმანია   თურქეთი 0–0 0 ამხანაგური
9. 26 ივნისი 2007 პუერტო-ორდასი, ვენესუელა   მექსიკა 0–2 0 კოპა ამერიკა 2007
10. 1 ივლისი 2007 მატურინი, ვენესუელა   ჩილე 3–0 0 კოპა ამერიკა 2007
11. 4 ივლისი 2007 პუერტო ლა-კრუსი, ვენესუელა   ეკვადორი 1–0 0 კოპა ამერიკა 2007
12. 7 ივლისი 2007 პუერტო ლა-კრუსი, ვენესუელა   ჩილე 6–1 0 კოპა ამერიკა 2007
13. 10 ივლისი 2007 მარაკაიბო, ვენესუელა   ურუგვაი 2–2 0 კოპა ამერიკა 2007
14. 15 ივლისი 2007 მარაკაიბო, ვენესუელა   არგენტინა 3–0 0 კოპა ამერიკა 2007
2007–2008
15. 21 ნოემბერი 2007 სან-პაულუ, ბრაზილია   ურუგვაი 2–1 0 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
16. 6 თებერვალი 2008 დუბლინი, ირლანდიის რესპუბლიკა   ირლანდია 1–0 0 ამხანაგური
17. 26 მარტი 2008 ლონდონი, ინგლისი   შვედეთი 1–0 0 ამხანაგური

მიღწევები რედაქტირება

სანტოსი რედაქტირება

  • ბრაზილიის სერია A (2): 2002 2004 2004

პსვ რედაქტირება

ჩელსი რედაქტირება

ბრაზილია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „Chelsea target Alex earns permit“. BBC Football. 2 August 2007. ციტირების თარიღი: 2 August 2007.
  2. „Piet De Visser – Internationaal Voetbalscout“. PSVZone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ივნისი 2006. ციტირების თარიღი: 10 December 2006.
  3. De Tank rolt naar Chelsea Dutch. DePers.nl (16 July 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 სექტემბერი 2007. ციტირების თარიღი: 15 October 2010.
  4. Alex set on Chelsea move. Sky Sports. ციტირების თარიღი: 5 June 2007.[მკვდარი ბმული]
  5. „Rosenborg 0–4 Chelsea“. BBC News. 28 November 2007. ციტირების თარიღი: 23 April 2010.
  6. „Alex completes £4.2m move from Chelsea to Paris Saint-Germain“. BBC. 27 January 2012. ციტირების თარიღი: 6 February 2012.
  7. „Alex completes move to PSG as defender ends Stamford Bridge misery“. Daily Mail. 27 January 2012. ციტირების თარიღი: 27 January 2012.
  8. შეიცავს ინგლისის სუპერთასს.
  9. Seleção Brasileira (Brazilian National Team) 2002–2003. Rsssfbrasil.com. Retrieved 15 April 2012.
  10. Seleção Brasileira (Brazilian National Team) 2004–2005. Rsssfbrasil.com. Retrieved 15 April 2012.
  11. Seleção Brasileira (Brazilian National Team) 2006–2007. Rsssfbrasil.com. Retrieved 15 April 2012.
  12. Seleção Brasileira (Brazilian National Team) 2008–2009. Rsssfbrasil.com. Retrieved 15 April 2012.
  13. Seleção Brasileira Restritiva (Brazilian National Restrictive Team) 2000–2003. Rsssfbrasil.com. Retrieved 15 April 2012.
  14. Seleção Brasileira Restritiva (Brazilian National Restrictive Team) 2004–2008. Rsssfbrasil.com. Retrieved 15 April 2012.