ალექსანდრე ფერსმანი

რუსი გეოქიმიკოსი და მინერალოგი

ალექსანდრე ევგენის ძე ფერსმანი (რუს. Ферсман, Александр Евгеньевич; დ. 8 ნოემბერი [ძვ. სტ. 27 ოქტომბერი], 1883, სანქტ-პეტერბურგი, — გ. 20 მაისი, 1945, სოჭი) — რუსი გეოქიმიკოსი და მინერალოგი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1919). სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1927–1929). გეოქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ვლადიმერ ვერნადსკის (1863–1945) მოწაფე.

ალექსანდრე ფერსმანი
დაბ. თარიღი 27 ოქტომბერი (8 ნოემბერი), 1883[1]
დაბ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[2]
გარდ. თარიღი 20 მაისი, 1945(1945-05-20)[2] (61 წლის)
გარდ. ადგილი სოჭი, რსფსრ, სსრკ
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 რუსეთის რესპუბლიკა
საბჭოთა რუსეთი
 სსრკ
საქმიანობა მკვლევარი, მინერალოგი, geochemist და ქიმიკოსი
მუშაობის ადგილი გეოლოგიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი
ჯილდოები სტალინური პრემია, შრომის წითელი დროშის ორდენი, ლენინური პრემია და უოლასტონის მედალი[3]
ხელმოწერა

ბიოგრაფია რედაქტირება

ალექსანდრე ფერსმანმა 1907 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. 1907–1909 წლებში მუშაობდა ალფრედ ფრანსუა ლაკრუასთან პარიზში და ვიქტორ მორიც გოლდშმიდტთან ჰაიდელბერგში.

პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა მოსკოვის უნივერსიტეტში (1909–1911); სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს მდივანი (1924-1927); პრეზიდიუმის წევრი (1929–1945); სსრკ მეცნიერებათა აკადემიის რადიუმის ინსტიტუტის (1922–1926) დირექტორი; მინერალოგიური მუზეუმის (1919–1930 წლებში; ფერსმანის გარდაცვალების შემდეგ მუზეუმს მისი სახელი მიენიჭა) დირექტორი; მიხელ ლომონოსოვის სახელობის კრისტალოგრაფიის, მინერალოგიისა და პეტროგრაფიის ინსტიტუტის (1930–1939) და გეოლოგიის მეცნიერებათა ინსტიტუტის (1942–1945) დირექტორი; სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ურალის ფილიალის (1932–1938) და ს. კიროვის სახელობის კოლის სამეცნიერო-კვლევითი ბაზის (1930-1945 წწ.) თავმჯდომარე.

მისი შრომები უმთავრესად შეეხება დედამიწის ქერქში ელემენტების მიგრაციისა და კლარკების პრობლემებს, ბუნებრივი არაორგანული პროცესების ენერგეტიკული ანალიზის, პეგმატიტების გეოქიმიისა და რეგიონული გეოქიმიის საკითხებს. გეოქიმიური მეთოდების გამოყენებით იკვლევდა კოლის ნახევარკუნძულის, შუა აზიის, ურალისა და სხვა სასარგებლო წიაღისეულს. არის მრავალი სამეცნიერო-პოპურალური წიგნისა და წერილის ავტორი.

1943 წელს ფერსმანს მიენიჭა ლონდონის გეოლოგიური საზოგადოების უოლასტონის სახელობის პალადიუმის მედალი.

ალექსანდრე ფერსმანი ვ.ი. ლენინის სახელობის პრემიისა (1929) და სსრკ სახელმწიფო პრემიის (1942) ლაურეატია. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით. სსრკ მეცნიერებათა აკადემიაში დაწესებული იყო ფერსმანის სახელობის პრემია.

ფერსმანის სახელობისაა ორი მინერალი: ფერსმიტი და ფერსმანიტი. მისი სახელობისაა რამდენიმე გეოგრაფიული ობიექტი, მ.შ. მთა, უღელტეხილი; ფერსმანის სახელს ატარებს მთვარის ერთ-ერთი ვულკანური კრატერი. მოსკოვში არის ფერსმანის სახელობის ქუჩა.

თხზულება რედაქტირება

  • Избр. тр., т. 1–7, М., 1952–62.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 272.
  • Александр Евгеньевич Ферсман, 2 изд., М., 1964 (Материалы к биобиблиографии ученых СССР. Серия геологических наук, в. 19);
  • Щербаков Д. И., А. Е. Ферсман и его путешествия, 2 изд., М., 1953.

სქოლიო რედაქტირება