ალექსანდრე რამიშვილი

ალექსანდრე რამიშვილი (დ. 9 ოქტომბერი, 1921, ქუთაისი — გ. 2 იანვარი, 1996) — ქართველი სამხედრო პირი. ქართველი სამედიცინო სამსახურის გენერალ-მაიორი.

ბიოგრაფია რედაქტირება

1944 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.

გაიწვიეს საბჭოთა არმიაში ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ. მონაწილეობდა წლების სსრკ დიდ სამამულო ომში. მსახურობდა პირველი უკრაინული ფრონტის მესამე გვარდიული არმიის 127-ე მსროლელი დივიზიის 555-ე მსროლელი პოლკის უფროს ექიმად. მონაწილეობდა ჩეხოსლოვაკიის გათავისუფლებაში. ომის შემდეგ, 1945 წლის ბოლომდე იმყოფებოდა ჩეხოსლოვაკიაში, შემდეგ უნგრეთსა და გერმანიაში. მსახურობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში, ჯერ აზერბაიჯანში, შემდეგ საქართველოში 1949 წლიდან. დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემია. აკადემიის დამთავრების შემდეგ მსახურობდა ციმბირის სამხედრო ოლქში, ჯერ ბრიგადის ექიმად, ხოლო შემდეგ დივიზიის ექიმად. 1955 წლიდან მსახურობდა სამხედრო სანატორიუმ "ლებიაჟიეს" უფროსად. 1959 წლიდან მსახურობდა დასასვენებელ სახლ "ელცოვნას" უფროსად, სამხედრო სანატორიუმ "ბოროვოეს" უფროსად კი 1962 წლიდან. 1962 წელს გადაიყვანეს ყირიმში, სადაც მსახურობდა 1973 წლამდე ალუშტის სამხედრო სანატორიუმის უფროსად. პოლკოვნიკი რამიშვილი დაინიშნა მის მიერვე აშენებულ თანამედროვე სამხედრო სანატორიუმ "ყირიმის უფროსად 1962 წლიდან. 1985 წელს კი თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამხედრო კათედრის უფროსად, შემდეგ კი წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმის უფროსად. 1992 წელს დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო-სამედიცინო სამმართველოს უფროსად და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ დარგის რთული სისტემის შექმნაში. გენერალ რამიშვილის უშუალო ხელმძღვანელობით საქართველოში შეიქმნა 4 ჰოსპიტალი: ბათუმში, ქუთაისში, ახალციხესა და თბილისში. ყველა მათგანში სამედიცინო კადრების შერჩევა და განაწილება მისი ხელმძღვანელობით მოხერხდა. დაიღუპა ავტოავარიაში, თბილისში.

ჯილდოები რედაქტირება

  • 1995 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
  • 1985 - სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი

ლიტერატურა რედაქტირება

  • სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები, თბ., 2015, გვ. 116

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება