ალექსანდრე ნოვიკოვი

ალექსანდრე ნოვიკოვი (რუს. Алекса́ндр Алекса́ндрович Но́виков) (დ. 19 ნოემბერი, 1900 — გ. 3 დეკემბერი, 1976) — საბჭოთა სამხედრო მეთაური, ავიაციის მთავარი მარშალი (21 თებერვალი, 1944), საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი (1945, 1945). არმიაში მსახურობდა 1919 წლიდან. მონაწილეობდა რუსეთის სამოქალაქო ომში. 1922-1924 წლებში იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის წინააღმდეგ მებრძოლის სპეციალური რაზმის შტაბის უფროსი.

1922 წელს დაამთავრა „ვისტრელის“ კურსები, 1930 წელს ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია. 1933 წელს მსახურობდა საჰაერო ძალებში. 1939–1940 წლებში მონაწილეობდა საბჭოთა კავშირისა და ფინეთის ომში, ჩრდილო-დასავლეთის ფრონტის საჰაერო ძალების შტაბის უფროსი. 1940 წლიდან ლენინგრადის სამხედრო ოლქის საჰაერო ძალების ხელმძღვანელი. 1942–1943 წლებში — საბჭოთა კავშირის ავიაციის სახალხო კომისარის მოადგილე.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Kerr, Walter The Russian Army: Its Men, Its Leaders and Its Battles, 2005 ISBN 1-4191-5221-1
  • Kurowski, Franz Luftwaffe Aces: German Combat Pilots of World War II, 2004 ISBN 0-8117-3177-4
  • Lauterbach, Richard Edward These are the Russians, 1945
  • MacCauley, Martin Who's Who in Russia Since 1900, 1997 ISBN 0-415-13897-3
  • Parrish, Michael Sacrifice of the Generals: Soviet senior officer losses, 1939–1953, 2004 ISBN 0-8108-5009-5
  • Taylor, Brian D. Politics and the Russian Army: Civil-military Relations, 1689–2000, 2003 ISBN 0-521-01694-0