ალექსანდრე მაკარიძე

ქართველი ექიმი და მეცნიერი

ალექსანდრე მაკარიძე (დ. 31 იანვარი, 1948, თბილისი) — ქართველი ექიმი და მეცნიერი.

1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1972–1973 წწ. მუშაობდა ბედიანის რესპუბლიკურ-ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. 1973–1977 წწ. რუსთავის ფსიქო–ნევროლოგიურ დისპანსერში. 1977–1994 წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის ინსტიტუტში უმცროს, შემდეგ უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1994 წლიდან ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში და კლინიკის უფროსი ექიმია. ავტორია 64 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება კლინიკო–ბიოლოგიურ შეფასებას სხვადასხვა გენეზის დეპრესიების დროს.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „შიზოფრენიის ზოგიერთი ნეიროლეპსიური პრეპარატებით მკურნალობის დროს სისხლში ქოლინესტერაზის აქტივობა“, რომელიც დაიცვა 1979 წელს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება