ალექსანდრე კორსანტია

ალექსანდრე კორსანტია (დ. 18 აპრილი, 1965, თბილისი) — ქართველი პიანისტი, თენგიზ ამირეჯიბის მოწაფე. თბილისის საპატიო მოქალაქე (2015).

ალექსანდრე კორსანტია. თბილისი, 2022 წელი

სწავლობდა თბილისის 43-ე საჯარო სკოლაში. 1988 წელს მოიგო სიდნეის პიანისთა საერთაშორისო კონკურსი, ხოლო 1995 წელს არტურ რუბინშტეინის სახელობის კონკურსი თელ-ავივში. არის New England Conservatory-ის პროფესორი ბოსტონში (აშშ).

1989 წელს დაასრულა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი (თენგიზ ამირეჯიბის კლასი).

1999 წელს კორსანტია დაჯილდოვდა საქართველოს ღირსების ორდენით.

კორსანტია თანამშროლობს ცნობილ მუსიკოსებთან, რომელნიც არიან: ვალერი გერგიევი, პაავო იარვი, იური ბაშმეტი, ვადიმ რეპინი და სხვ.[1]

2001 წელს კორსანტიამ დაუკრა "კარნეგი ჰოლის" სცენაზე. ალექსანდრე კორსანტია დღეს უკვე, ვირტუოზ ქართველ პიანისტთა რიგს მიეკუთვნება.[1]

2009 წელს არჩეულ იქნა თბილისის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრად.

ჯილდოები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება