ალექსანდრე კავსაძე

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კავსაძე.

ალექსანდრე (სანდრო) კავსაძე (დ. 1874, ხოვლე — გ. 12 ივნისი, 1939, თბილისი) — ქართველი ლოტბარი, მომღერალ-მგალობელი.

ალექსანდრე კავსაძე
ბიოგრაფია
აგრეთვე ცნობილი როგორც სანდრო კავსაძე
დაბ. თარიღი 1874
დაბ. ადგილი ხოვლე
წარმოშობა ქართველი
გარდ. თარიღი 1939
გარდ. ადგილი თბილისი
ჟანრ(ებ)ი ქართული ხალხური მუსიკა
საქმიანობა ლოტბარი
აქტიური 1894-1937

ბიოგრაფია რედაქტირება

სანდრო კავსაძე დაიბადა სოფელ ხოვლეში (დღევანდელი კასპის რაიონი)1874 წელს, სიმღერა მამამ შეასწავლა, დაწყებითი განათლება სოფელ ხოვლეს ორკლასიან სასწავლებელში მიიღო. შემდეგ სწავლა გააგრძელა გორის სასულიერო სასწავლებელში, სადაც სიმონ გოგლიჩიძესთან დაოსტატდა სიმღერა-გალობაში, ამავდროულად ლოტბარის თანაშემწედ მუშაობდა. მოგვიანებით ის ლადო აღნიაშვილის გუნდის სოლისტი გახდა. 1894 წელს თავად ჯავსაძემ თავად შექმნა გუნდი, სადაც მასთან ერთად მღეროდნენ ვანო სარაჯიშვილი და მიხეილ კავსაძე. კავსაძემ გუნდი 1911 წელს მიატოვა, ის თავის შვილს, მიხეილ კავსაძეს გადააბარა და თავად საცხოვრებლად ჭიათურაში გადავიდა. იმერეთში მან რამდენიმე გუნდი შექმნა.

1935 წლიდან ალექსანდრე კავსაძემ მოღვაწეობა თბილისში გააგრძელა. ის აღმოსავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული გუნდის ხელმძღვანელად დაინიშნა. ისვე ხელმძღვანელობდა გუნდს 1937 წელს მოსკოვში გამართულ ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე. დეკადაზე გუნდის გამოსვლა შთამბეჭდავი იყო.

თუმცა უკან დაბუნებული კავსაძე დაავადდა, ხმა დაკარგა და ორ წელიწადში გარდაიცვალა. ალექსანდრე კავსაძე დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე.

ჯილდოები რედაქტირება

ალექსანდრე კავსაძეს მინიჭებული ჰქონდა შრომის წითელი დროშის ორდენის კავალერისა და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდებები.

ლიტერატურა რედაქტირება

  • მონოგრაფია და კომპაქტდისკი „კავსაძეები“,საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, თბილისი 2007.