ალექსანდრე ზამიატნინი

ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ზამიატნინი (რუს. Алекса́ндр Алекса́ндрович Замя́тнин, დ.23 ოქტომბერი, 1940, სანქტ-პეტერბურგი) — რუსი ბიოლოგი, სპეციალისტი ბიოქიმიის მიმართულებით. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი 1991 წლიდან, პროფესორი 1999-დან.

ალექსანდრე ზამიატნინი
Алекса́ндр Алекса́ндрович Замя́тнин
დაბ. თარიღი 23 სექტემბერი, 1940 (1940-09-23) (83 წლის)
დაბ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი
გარდ. თარიღი 11 დეკემბერი, 2020(2020-12-11) (80 წლის)
მოქალაქეობა რუსეთის დროშა რუსეთი
საქმიანობა ბიოლოგი
მუშაობის ადგილი Bach Institute of Biochemistry RAS
ალმა-მატერი მგუ-ს ფიზიკის ფაკულტეტი
სამეცნიერო ხარისხი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

ბიოგრაფია რედაქტირება

ალექსანდრე ზამიატნინი მეორე მსოფლიო ომის დროს ლენინგრადის ბლოკადამდე ერთი წლით ადრე დაიბადა. მამამისი წავიდა შეიარაღებულ ძალებში და მალევე გარდაიცვალა. დედა და ალექსანდრე ლენინგრადიდან მოსკოვში უნდა გადასულიყვნენ მატარებლით, 1941 წლის ბოლოს, მაგრამ ხალხის სიმრავლის გამო ვერ მოახერხეს მატარებელში შესვლა. სწორედ ეს რეისი აღმოჩნდა ბოლო და ის დაბომბვის შედეგად გაანადგურეს, გერმანელებმა აიღეს რკინიგზის სადგური. ბლოკადის დროს შეძლეს გარადჩენა კარტოფილის ნათალიდან დამზადებული წვენის წყალობით, რომელიც გარნიზონის სასადილოდან დედის ნაცნობს მიჰქონდა. ბლოკადის შედეგი იყო დისტროფია. 1947 წელს ალექსანდრეს დედა ცოლად გაჰყვა ფიზიკოსს, იური სოკოლოვს. მამინაცვალი ცნობილი ფიზიკოსი იყო, რომელიც მუშაობდა ისააკ კიკოინთან, გერშ ბუდკერთან, ვიქტორ გალიცკისთან და სხვებთან ერთად. 1947 წელსვე ზამიატნინს აღმოაჩნდა მუსიკლური სმენა და მან ჩაბარა გნესინიხის მუსიკალურ სასწავლებელში. მისი მასწავლებელი იყო ელისაბეტ მიხეილის ასული გნესინა. მეშვიდე კლასამდე, მუდმივი ავადმყოფობის გამო, სწავლობდა სახლში.

1974 წლის 26 ივნისს, პუშინოში ალექსანდრე ზამიატნინმა გაიცნობიოქომიკოსი ტატიანა ბელოზერსკაია და იქორწინა მასზე იმავე წლის ნოემბერში. 1976 წელს დაიბადა მისი შვილი ანდრეი. 1977-1990 წლებში იყო ახალგაზრდა ბოლოგთა კავშირის თავმჯდომარე. 1999 წელს მას მიანიჭეს პროფესორი წოდება. ის კითხულობდა ლექციებს გერმანიაში, აშშში, შვეიცარიაში, სამხრეთ კორეაში, ჩილეში. ბოლო რამდენიმე წელია სამეცნიერო კვლევითაა დაკავებული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიმართლებით, ჩილეში.

ოჯახი რედაქტირება

მისი დიდი ბაბუა დედის მხრიდან იყო მიხეილ კასინსკი; მამის დედა - ვერა ნიკოლოზის ასული ვორონცოვა; მამინაცვალი - იური სოკოლოვი (1915-2006). მისი ცოლი ბიოქიმიკოსი, ტატიანა ანდრეის ასული ბელოზერსკაიაა[1]. ანდრეი ბელოზერსკი გარდაიცვალა შვილის გათხოვებამდე - ალექსანდრეს მამამთილი, იყო მოლეკულური ბიოლოგიის დამფუძნებელი.

ალექსანრეს ვაჟი ბიოლოგია, მცენარეთა ვირუსოლოგიის სპეციალისტი. 2006 წელს ის შვეიცარიაში მომხდარ ჯაშუშურ სკანდალში იყო გარეული, თუმცა მტკიცებულებათა არარსებობის გამო ის გაათავისუფლეს[1].

სამეცნიერო მოღვაწეობა რედაქტირება

სამეცნიერო ინტერესი: ენდოგენური ოლიგოპეპტიდების კომპიუტერული ბიოქიმია, ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სტრუქტურისა და ფუნქციების კომპიუტერული ბაზები, ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ურთიერთქმედების მექანიზმების კავშირი ფიზიკური და ქიმიური ბაზების რეცეპტორებთან, ბიოსენსორები, გეოფიზიკური ბიოლოგია.

საინტერესო ფაქტები რედაქტირება

ზამიატნინის დიდმა ბაბუამ, პოლონელმა, მიხეილ კოსინსკიმ, საკუთარი შვილის სამ მოდგმას გადასცა წყევლა, მისი რევოლუციონერთან, ივან ევსრეაროვთან ქორწინების გამო. ზამიატნინი სევდით აღნიშნავს, რომ ის მესამე თაობაა.

1961 წელს მესამე კურსელმა ზამიატნინმა თვითმფრინავის რეისის შეფერხების გამო, მოსკოვში რამდენიმე საათი გაატარა ნილს ბორისთან ერთად ლუდის სახეობებზე საუბარში, კაფეში[2].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Прокофьев Сергей. https://archive.today/20130419031239/www.kommersant.ua/doc.html?DocID=664818&IssueId=30063 Шведов подвели итоги преследования
  2. Букин Анатолий. С кем Нильс Бор соображал на троих? დაარქივებული 2018-09-18 საიტზე Wayback Machine. // Ока-инфо. Общественно-политическая газета Южного Подмосковья.