ალექსანდრე დიდებულიძე (სამხედრო)

ალექსანდრე დიმიტრის ძე დიდებულიძე (დ. 22 ივლისი, 1895, სოფ. ატოცი, ახლანდ. ქარელის მუნიციპალიტეტი, — გ. 15 აგვისტო, 1937) — ქართველი სამხედრო პირი.

მსახურობდა რუსეთის იმპერიის, შემდეგ საქართველოს რესპუბლიკის არმიაში. პირველი მსოფლიო ომის დროს დასავლეთის ფრონტზე ბრძოლაში თავის გამოჩენისთვის ლაიბ-გვარდიის ლიტვის პოლკის პორუჩიკმა დიდებულიძემ მიიღო გიორგის იარაღი მორთული ვადით (1916) და წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენი (1917). გასაბჭოების შემდეგ მუშაობდა სამხედრო საქმეთა კომისარიატში. 1937 წლისთვის იყო აფხაზეთის ასსრ განათლების სახალხო კომისარიატის სამხედრო ინსპექტორი. 1937 წლის ივნისში დააპატიმრეს „კონტრრევოლუციური მავნებლური ორგანიზაციის“ წევრობის ბრალდებით და დახვრიტეს. რეაბილიტირებულია 1957 წელს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება