ალესილი დანა (ინგლ. Sling Blade) — 1996 წლის დრამატული ფილმი. რეჟისორი, სცენარის ავტორი და მთავარი როლის შემსრულებელია ბილი ბობ თორნტონი. მან მიიღო ოსკარი საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის.

„ალესილი დანა“
დამდგმელი რეჟისორი ბილი ბობ თორნტონი
პროდიუსერი ლარი მეისტრიხი
სცენარის ავტორი ბილი ბობ თორნტონი
როლებში ბილი ბობ თორნტონი
დუაით იოაკამი
მუსიკა დენიელ ლენოისი
ოპერატორი ბარი მარკოვიცი
მონტაჟი ჰიუზ ვინბორნი
სტუდია Shooting Gallery
დისტრიბუტორი Miramax Films
გამოსვლის თარიღი 27 ნოემბერი, 1996
ხანგრძლივობა 135 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $890 000
შემოსავალი $34 175 000

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მოქმედება არკანზასის ერთ-ერთ სოფელში ხდება. კარლი, რომელმაც 12 წლის ასაკში დანაშაული ჩაიდინა, 25 წელს საგიჟეში გაატარებს. იქიდან გამოსვლის შემდეგ კარლი მშვიდად და გონივრულად იქცევა. კარლი სამუშაოსაც იპოვის და პატარა ბიჭსა და მის ქვრივ დედას დაუმეგობრდება. პრობლემას მხოლოდ ქალის უხეში და ალკოჰოლიკი საყვარელი ქმნის. მას არც კარლი უყვარს და არც პატარა ბიჭი ეხატება გულზე. კარლი გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ პრობლემები მან თავად უნდა მოაგვაროს.

როლებში რედაქტირება

  • ბილი ბობ თორნტონი - კარლ ჩილდერსი
  • დუაით იოაკამი - დოილ ჰარგრივზი
  • ჯონ რიტერი - ვოგან კანინჰემი
  • ლუკას ბლეკი - ფრენკ უითლი
  • ნატალი კალერდეი - ლინდა უითლი
  • ჯეიმზ ჰემპტონი - ჯერი ვულდრიჯი
  • რობერტ დიუვალი - კარლის მამა

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება