ალდროვანდა (ლათ. Aldrovanda vesiculosa) — მწერიჭამია წყალმცენარე დროზერასებრთა ოჯახისა. ალდროვანდა უფესვოა, ძაფისებრი ღეროებით წყალში ჩაყურსული. რგოლურად განლაგებული ფოთლების განიერი ყუნწი გრძელი ჯაგრებით ბოლოვდება, ზედ ფოთოლზე კი მომნელებელი ჯირკვლები და მგრძნობიარე ბუსუსები აქვს, რომელთა გაღიზიანებისას ფოთოლი შუაზე იკეცება და მსხვერპლს შიგ იმწყვდევს, შემდეგ კი ინელებს.

ალდროვანდა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Aldrovanda vesiculosa

ალდროვანდა იკვებება მწერებით, წყლის ლარვებით და კიბოსნაირებით. გვხვდება დასავლეთ ევროპაში, აფრიკაში, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ავსტრალიაში. საქართველოში მხოლოდ ბებესირის ტბაშია (აფხაზეთი) დაფიქსირებული.

ლიტერატურა რედაქტირება