ალბრეხტ II (ბრაუნშვაიგი)

ალბრეხტ II (გერმ.: Albrecht II.) მეტსახელად "სქელი" (გერმ.: der Fette) (* 1268; გ. 1318) - იყო ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი და ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელ-გეტინგენის ფიურსტი.

ალბრეხტის სამფლობელოები მოიცავდნენ საჰერცოგოს ყოფილი ნორტჰაიმის მიწებს. გარდა ამისა მას ეკუთვნოდა ობერვალდის მხარეც, რომელიც შედიოდნენ ქალაქები: გეტინგენი, მიუნხენი, გრონა, ნორტჰაიმი და მდინარეების დაისტერისა და ლაინეს შორის მდებარე მიწები.

1292 წელს ძმის, ვილჰელმის სიკვდილის შემდეგ ალბრეხტი მემკვიდრეობის გამო 7 წელი ეომებოდა უფროს ძმას ჰაინრიხს. ქალაქ გეტინგენის სამხედრო დახმარების შემდეგ ალბრეხტმა ძმა დაამარცხა და ჰაინრიხი 1291 წელს დაარსებული გრუბენჰაგენის ფიურსტობას დასჯერდა.