ალბიცია (ლათ. Albizzia) — მცენარეების გვარი მიმოზისებრთა ოჯახისა. ცნობილია 125-მდე სახეობა. უმეტესად გვხვდება აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ზოგი სახეობა ძვირფამერქნიანია, მათი ქერქი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს.

ალბიცია

ლენქორანული ალბიცია
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  მიმოზისებრნი
ლათინური სახელი
Albizzia

თალიშის ტყეებში (აზერბაიჯანი) ველურად გავრცელებულია ლენქორანული ალბიცია (ლათ. Albizzia julibrissin), რომელიც ცნობილია აბრეშუმა აკაციის სახელით.


გალერეა რედაქტირება


ლიტერატურა რედაქტირება