ალბერტ ფრეი (ინგლ. Albert Frey; დ. 18 ოქტომბერი, 1903, ციურიხი — გ. 14 ნოემბერი, 1998, პალმ-სპრინგზი, კალიფორნია) — სვეიცარიელი არქიტექტორი, საკუთარი განსაკუთრებული სტილით მოდერნიტულ არქიტექტურაში, რომელიც დღეს ცნობილია, როგორც „უდაბნოს მოდერნიზმი“.

1964 წელს აგებული "ფრეის სახლი 2" (ჯულიუს შულმანის ფოტო

ევროპული წლები რედაქტირება

ციურიხში, შვეიცარია, დაბადებულმა ფრეიმ არქიტექტურაში დიპლომი 1924 წელს მიიღო ვინტერტურის ტექნოლოგიის ინსტიტუტში, შვეიცარია. აქ ფრეი ტრადიციული მშენებლობის ტექნიკას სწავლობდა და უფრო ტექნიკური განათლება მიიღო, ვინმე დიზაინის, იმ დროს პოპულარულ ბოზ-არტის სტილში.

სწორედ ამ პერიოდში გაეცნო ფრეი ჰოლანდიური დე შტეილის მოძრაობას, გერმანულ ბაუჰაუზის სკოლას და მოდერნიზმის მოძრაობას, რომელიც ბრიუსელში ვითარდებოდა. ყოველივე ამან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ფრეის გვიანდელ ნაშრომებზე.

1924-28 წლებში ფრეი რამდენიმე არქიტექტურულ პროექტზე მუშაობდა ბელგიაში. 1928 წელს მან პარიზში იმ ხანად უკვე კარგად ცნობილი საერთაშორისო სტილის არქიტექტორი ლე კორბუზიესა და პიერ ჟანერეს ატელიეში დაიწყო სამსახური. აქ მის თანამშრომელთა შორის იყვნენ ჟოზეპ ლუის სერტი, კუნიო მაეკავა და შარლოტ პერიანდი. ამ პერიოდში ლე კორბუზიესთვის ის მუშაობდა ვილა სავოისა და სხვა მნიშვნელოვან პროექტებზე. ერთ წელიწადში ფრეი სამუშაოდ შეერთებულ შტატებში მიემგზავრება, თუმცა ლე კორბუზიესთან ურთიერთობა მრავალი წლის განმავლობაში არ შეუწყვიტავს.