ალა კუშნირი

ებრაული წარმოშობის მოჭადრაკე

ალა კუშნირი (ებრ. אלה שולימובנה קושניר; დ. 11 აგვისტო, 1941, მოსკოვი, სსრკ — გ. 2 აგვისტო, 2013, თელ-ავივი) — ებრაელი მოჭადრაკე, 1974 წლამდე გამოდიოდი საბჭოთა კავშირის სახელით. ისტორიკოს-ნუმიზმატი, სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1972), ქალთა შორის საერთაშორისო ოსტატი (1962) და დიდოსტატი ქალთა შორის (1976). არქეოლოგიის დარგში ფილოსოფიის დოქტორი.

ანა კუშნერი
ქვეყანა (სპორტი) სსრკ ან ისრაელი
ეროვნება ებრაელი
დაბადების თარიღი 11 აგვისტო, 1941
დაბადების ადგილი მოსკოვი, რსფსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 2 აგვისტო, 2013 (71 წლის)
გარდაცვალების ადგილი თელ-ავივი, ისრაელი
წოდება საერთაშორისო დიდოსტატი,
საერთაშორისო ოსტატი

ადრეული წლები რედაქტირება

1958 წელს გახდა მოსკოვის ჩემპიონი, მონაწილეობდა სსრკ-ის პირველობებში და 1970 წელს გამარჯვებულიც გახდა. არის საჭადრაკო ოლიმპიადის სამგზის გამარჯვებული, 1969 და 1972 წლებში სსრკ-ის სახელით, ხოლო 1976 წელს — ისრაელის. სამივე ოლიმპიადაზე ინდივიდუალურადაც საუკეთესო იყო; სსრკ-ის ნაკრებში მეორე დაფაზე გამოდიოდა, ხოლო ისრაელში — პირველზე.

მსოფლიო ჩემპიონატები რედაქტირება

გამოდიოდა ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატებში. 1964 წელს სექტემბერ-ოქტომბერში სოხუმში კანდიდატთა ტურნირზე გამოვიდა, 18 მონაწილეს შორის მეორეზე გავიდა და პლეი-ოფის საგზურიც მოიპოვა, რომელსაც დეკემბერში მოსკოვმა უმასპინძლა. მოსკოვში კუშნერი საუკეთესო იყო და 1965 წელს რიგაში მსოფლიოს ჩემპიონ ნონა გაფრინდაშვილთან თამაშის უფლებაც მოიპოვა. კუშნერმა 3 მოიგო, 7 წააგო, სამი ყაიმით დაასრულა და ტიტულს ვერ შესწვდა.

1967 წელს სუბოტნიცაში კანდიდატთა ტურნირი მოიგო და კვლავ მოიპოვა მოქმედ ჩემპიონ გაფრინდაშვილთან შეხვედრის უფლება. მატჩს თბილისმა და მოსკოვდა უმასპინძლა. კუშნერმა 2 მოიგო, 6 წააგო, 5 ყაიმით დაასრულა და კვლავ უტიტულოდ დარჩა.

1971 წელს როგორც ფინალისტს კანდიდატთა ტურნირზე აღარ ათამაშეს და პირდაპირ პლეი-ოფში კანდიდატთა ტურნირის სამ გამარჯვებულთან დაუშვეს. ჯერ ნახევარფინალში მინსკში საბჭოელ ტატიანა ზალუტოვსკაიას მოუგო 5,5:4,5, ხოლო ფინალში კისლოვოდსკში ქართველ ნანა ალექსანდრიას 6,5:2,5 და მესამედ გაფრინდაშვილთან შეხვედრის უფლებაც მოიპოვა. მატჩს კვლავ რიგამ უმასპინძლა. კუშნერმა 4 მოიგო, 5 წააგო, 7 ყაიმით დაასრულა და ჩემპიონი ვერ გახდა.

1974 წელს ისრაელში იქნა რეპატრირებული და ამ ქვეყნის სახელით გააგრძელა გამოსვლა.

1976 წელს როზენდალში საზონათაშორისო ტურნირზე 14 მონაწილეს შორის მეორეზე გავიდა და პლეი-ოფის საგზურიც მოიპოვა. მეოთხედფინალში 1977 წლის მაის-ივნისში დორტმუნდში სსრკ-ელი ირინა ლევიტინა დაამარცხა 6:3, სექტემბერ-ოქტომბერში ნახევარფინალში დასავლეთ ბერლინში ელენა ფატალიბეკოვას მოუგო. ფინალი მომდევნო წლის იანვარში ბად-კისინგენში ჩატარდა, სადაც მაია ჩიბურდანიძესთან 6,5:7,5 დამარცხდა.

ტურნირები რედაქტირება

გამოდიდა ტურნირზებზეც, 1968 წელს ბელგრადში მეორე იყო, ხოლო 1971 წელს იმარჯვა, პირველი-მეორე იყო სანაიაში 1969 წელს. 1971 წელს მე-2–3 ვეიკ-ან-ზეში, მოიგო მოსკოვში. 1973 წელს იმარჯვა სლოვენიურ ვრნიაჩკა-ბანიაში. მესამე იყო ვორონეჟში.

პირადი საქმიანობა რედაქტირება

ჭადრაკიდან წასვლის შემდეგ არქეოლოგიაში გააგრძელა მოღვაწეობა, იყო თელ-ავივის უნივერსიტეტის პროფესორი, ისრაელის ნუმიზმატური საზოგადოების სამეცნიერო მრჩეველი, ჟურნალ „ისრაელის ნუმიზმატური კვლევების“ (Israel Numismatic Research) სარედაქციო კოლეგიის წევრი. ავტორია ახლო აღმოსავლეთში ნუმიზმატიკის შესახებ გამოცემებისა. შედიოდა რედაქციო კოლეგიაში სამტომიანი კომპედიუმისა: „Corpus Inscriptionum Iudaeae / Palaestinae: A multi-lingual corpus of the inscriptions from Alexander to Muhammad“ (2011–2014).

კუშნირი გარდაიცვალა 2013 წლის 2 აგვისტოს, თელ-ავივში. გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

წიგნები რედაქტირება

  1. A bibliography of the city coinage of Palestine: from the 2nd century B.C. to the 3rd century A.D. Oxford: B.A.R., 1987.
  2. Meḥḳarim bi-khetovot Yeṿaniyot ṿe-Romiyot shel maṭbeʻot Erets-Yiśraʼel ba-teḳufah Prinḳipaʼit / Studies in Greek and Latin inscriptions on the Palestinian coinage under the Principate (PhD Dissertation Thesis). Tel Aviv, 1990.
  3. Two Hellenistic weights from Phoenicia in the Hecht museum collection. University of Haifa, 2005.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Шахматный словарь / гл. ред. Л. Я. Абрамов; сост. Г. М. Гейлер. — М.: Физкультура и спорт, 1964. — С. 162—163. — 120 000 экз.
  • Шахматы : энциклопедический словарь / гл. ред. А. Е. Карпов. — М.: Советская энциклопедия, 1990. — С. 189. — 624 с. — 100 000 экз. — ISBN 5-85270-005-3.
  • Кушнир А. «О себе и о других…» [Интервью с победительницей междунар. женского турнира 1970 г. А. Кушнир]. // Шахматы в СССР. — 1970. — № 7. — С. 15.
  • Белавенец Л. Её крутой поворот. // «64 — Шахматное обозрение». — 2001. — № 10. — С. 51.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება